"საწყალი, იცის რომ "ბანძი ოჯახი აქვს"... "ამ ქალს ქმარი არ უყვარს"...

ტელეწამყვან ხატია სიჭინავას ინტერვიუს, სადაც ის აცხადებს, რომ ქმარს უცხოეთში ღალატს პატიობს, ხოლო საქართველოში არა, რადგან არ უნდა აქ ხალხს ათქმევინოს, რომ "ბანძი ოჯახი აქვს", ინტერნეტ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარების უმეტესობა უარყოფითი შინაარსისაა. სოციალური ქსელების მომხმარებლები ხატიას აკრიტიკებენ. უფლედამცველ ბაიას პატარაიას გაზიარებულ ინფორმაციას სიჭინავას ინტერვიუზე ასეთი კომენტარები მოჰყვა:

"გზაშია კაცი და ეპატიება... ემოცია გზაში მარხვის დარღვევა არ ითვლება ცოდვად", "ქალს რომელიც ფიქრობს რომ "ერთხელ გაგულავება " მოსულა და ოღონდ საქართველოში არ გაიგოს არავინ, ჩემი აზრით ქმარი არ უყვარს, იმიტომ რომ არ მესმსი როგორ შეიძლება საყვარელი ადამიანის ღალატი "გააპრავო", "საწყალი, თან რომ იცის, რომ "ბანძი ოჯახი" აქვს. უბრალოდ ცდილობს რომ პირში არ დასცინონ", "
ეს ვითომ "კდემა" რომ გახდა მაგაზე ვხალისობ ყველაზე მეტად..მონაა ჩვეულებრივი", "კაცის ღალატი შვილების ფსიქიკას იმდენ დარტყმას არ აყენებს, რამდენსაც ქალის, დედის" - ეს 'ფრეუდმა' ასწავლა?", "ამ სტატიით უკვე ათქმევინე ყველას რომ ბანძი ქალი ხარ , და რჩევა იქნება შეეშვა შესაძლო თუ უკვე მომხდარი "გაგულავებების" "გაპრავებას", "ეს ერთი გაგულავების თემა მკლავს საერთოდ... ემოცია რა განსხვავებას პოულობენ ერთჯერად 10 წუთიან სექს და მუდმივმოქმედ საყვარელთან პრელუდიას შორის ეს გამაგებინეთ.ვერ ვიტან ამ მოჩვენებით თანამედროვეობას და ძაან შეგნებულ ცოლების აზროვნებას სათაურით,როგორ გამოვჩნდეთ კარგი გოგოები მასის,ქმრის და დედამთილის თვალში.კარგით რა გოგოებო,რატომ გავიწყდებათ,რომ სანამ ცოლები და დედები გახდებოდით,მანამდე ქალები იყავით.პატივი რომ სცეთ საკუთარ თავს და პიროვნებას,მაშინ არ დაგჭირდებათ ქმრისთვის ლოცვა–კურთხევის მიცემა ერთჯერად გაგულავებაზე,თუნდაც საზღვრებს გარეთ.მსგავსი აზროვნება ბევრი ცოლისგან და გაუთხოვარი გოგოსგან მსმენია.ნდობის და პატივისცემის გარეშე ოჯახს არანაირი აზრი არ აქვს.რას იტყვის ხალხის ჩრდილიდან რომ გამოვალთ,მერე იქნებ რამე გვეშველოს", - წერენ ხატიაზე ინტერნეტ მომხმარებლები.


presa.ge