7 შეცდომა, რომელიც თქვენ უფრო მსუქანს და ასაკოვანს გცდით!
- 2016-04-12 20:56:50
- 4069 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ჩაცმულობის სტილს თქვენს ასაკსა და წონაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ არასწორად შერჩეული კაბა, თმის სიგრძე ან თმის ფერი ზედმეტ ასაკსა და კილოგრამებს გმატებთ.
აქ მოცემულია ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც ადამიანები უშვებენ. ამის გამო კი ისინი მეტად მსუქნები და ხნიერები ჩანან, ვიდრე ეს სინამდვილეშია.
1) “ძალიან ბევრი” შავი ფერი.
ბევრ შემთხვევაში შავი ელეგანტურია. მაგრამ როცა ასაკი გემატებათ, ის ფერი ხდება, რომელსაც უნდა „მოერიდოთ“. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ასაკის მატებასთან ერთად კანი თეთრდება, ხოლო შავი ტანსაცმელი ან შავი თმა ისეთ კონტრასტს ქმნის, რომ ნაოჭები, შავი უპეები შესამჩნევი ხდება ხოლმე.
აი ამიტომ თქვენ თმა უნდა შეიღებოთ ყავისფრად, რომელიც 5 წელს მოგაკლებთ. თუ შავ კაბას ჩაიცვამთ, ეცადეთ ფერადი აქსესუარებით გაამდიდროთ.
2) დამალვა
ხშირად ჩვენ არასწორი ზომის ტანსაცმელს ვყიდულობთ. ამიტომ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ტანსაცმელმა ჩვენი სიშიშვლე უნდა დაფაროს და არა ჩვენ.
3) გრძელი ქვედაბოლოების ტარება
ასაკის მატება არ ნიშნავს იმას, რომ მოკლე ქვედაბოლოების ჩაცმა აღარ შეგვიძლია. თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ ზედმეტად მოკლე ან ზედმეტად გრძელ ქვედაბოლოებთან.
4) არასწორად შერჩეული სათვალე.
თუ სათვალის ყიდვას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ ჩარჩო აუცილებლად სწორად შერჩეული უნდა იყოს. შეგიძლიათ გადაათვალიეროთ მოდის ჟურნალები და ნახოთ თუ როგორი სათვალე შეეფარება თქვენს ფიზიონომიას.
5) არასოდეს წახვიდეთ ტანსაცმლის საყიდლად არასწორ ადამიანთან ერთად.
თქვენ ფრთხილად უნდა იყოთ იმ ადამიანის შერჩევაში, რომელიც ტანსაცმლის საყიდლად გამოგყვებათ. გახსოვდეთ, ტანსაცმელი, რომელიც არაჩვეულებრივად აქვს 20 წლის გოგოს, მასში შეიძლება თქვენ სულელურად გამოიყურებოდეთ.
არასწორად არ გაგვიგოთ! ეცადეთ ასაკთან შესაფერისი ტანსაცმელი, აქსესუარები იყიდოთ ხოლმე.
6) ფრთხილად პლატფორმა ფეხსაცმელთან.
მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა ფეხსაცმელი ძალიან პოპულარულია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის საუკეთესოა თქვენთვის. თუ თქვენ 30 წელზე მეტის ხართ, ეცადეთ ფეხსაცმლის სხვა ვარიანტი შეარჩიოთ.
7) შარფი
შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ კარგად გამოიყურებით აბრეშუმის შარფით, მაგრამ დაგვერწმუნეთ, ეს სულაც არ არის მაგარი. ფაქტია, ის თქვენ 60-იანი წლების სტიუარდს გამსგავსებთ. ამიტომ დატოვეთ ასეთი აქსესუარები წარსულში.
aww.ge