სინამდვილეში რა დაემართა ანჯელინა ჯოლის?

დავიწყოთ იქიდან, რომ ბრედ პიტი „მომაკვდავ და მოშიმშილე“ ანჯელინა ჯოლის განქორწინებით არ ემუქრება. ცნობილმა ამერიკულმა პორტალმა Gossip Copcan-მა, მედიაში გავრცელებულ ჭორებს ფარდა ახადა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსახიობი 169 სმ სიმაღლეზე 35 კგ-ს იწონიდა და კრიტიკული მდგომარეობის გამო ის ჰოსპიტალიზებული იყო.

ასევე ამბობდნენ, რომ პიტმა ცოლს განუცხადა, რომ მასთან ერთად ცხოვრება აუტანელი იყო და განქორწინებას ითხოვდა.

ჟურნალი Gossip Cop ოჯახის ახლობელს გაესაუბრა და იმან ყველა ეს ჭორი გააქარწყლა. წყარომ ასევე უარყო ის ცნობები, თითქოს ჯოლი ისე სუსტად იყო, რომ საწოლიდანაც კი ვერ დგებოდა.

წყაროს თქმით, ანჯელინა ახლა კამბოჯაში ახალ პროექტეზე მუშაობს. ის დგამს დრამას „თავიდან მამაჩემი მოკლეს“, რომლის სცენარისტიც და პროდიუსერიცა თავადაა.


life.mediamall.ge


მოამზადა ელენე გურიელმა