
Vogue-ში გამოქვეყნებულ, ვიქტორია ბექჰემის ფოტოებს სკანდალი მოჰყვა
- 2016-04-13 13:34:14
- 5793 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ცოტა ხნის წინ, ვიქტორია ბექჰემის ფოტოები ჟურნალ Vogue-ს ჩინურ ვერსიაში გამოჩნდა. შავ-თეთრ ფოტოებში Spice Girls-ის ყოფილი ვოკალისტი საოცარ პლასტიკას აჩვენებს. თუმცა, მკითხველებმა მაინც იპოვეს სერიოზული შეცდომა.
ერთ-ერთი ფოტო იმდენად არაპროფესიონალურად არის დამუშავებული, რომ ვარსკვლავის მარჯვენა ფეხი თითქოს მოწყვეტილია სხეულისგან.
ამ საკითხზე ატეხილმა კრიტიკამ ინტერნეტ-სივრცე მოიცვა.
ჟურნალ Vogue-ის წარმომადგენელმა, ანჟელიკა ჩეილანგმა განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ეს არის ოპტიკური ილუზია და ფოტოს ეს ვერსია სპეციალურად იყო ჩაფიქრებული. მან თქვა, რომ ფოტოების ორი ვერსია არსებობს: დამუშავებული და დაუმუშავებელი. ჟურნალში პირველი ვერსია გამოქვეყნდა.
იხილეთ ფოტო-სესია. იხილეთ ფოტოგალერეა