6 რამ, რაც ახალმა გათხოვილმა ქალმა უნდა გაითვალისწოს

რა შეცდომებს მიჰყავს ერთ დროს ბედნიერი წყვილი განქორწინებამდე? წაიკითეთ მიზეზები

1. შესაძლოა თქვენი აზრები ყოველთვის არ დაემთხვეს. ამის გამო არ ღირს გაბუტვა და საკუთარ თავში ჩაკეტვა. აბა, დაფიქრდით, მასაც ხომ შეუძლია იფიქროს, ყველაზე ახლობელ ადამიანს ჩემი არ ესმისო? ასე თუ გააგრძელეთ, მიზეზებს რა დალევს რათა თავი `დაჩაგრულად~ და ”შესაბრალისად” წარმოიდგინოთ. პირიქით, უნდა ეცადოთ, რომ ანგარიში გაუწიოთ მეორე მხარის ინტერესებს და სურვილებს, რაც უფრო ”კარგი დარია” ოჯახში, მით უფრო საჭირონი და შეუცვლელი არიან ერთმანეთისათვის ოჯახის წევრები.

2. თუ პარტნიორი არ მღალატობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვუყვარვარ


ჯერ ერთი, საიდან იცით, რომ არ გღალატობთ? რატომ ხართ ამაში დარწმუნებული? ხშირად კანონიერი ოჯახის პარალელურად მამაკაცს სხვა ცოლ-შვილიც ჰყავს ანდა წლების მანძილზე ფარულად ხვდება მეორე ქალს, ცოლმა კი არ იცის.

3. სექსუალური შეთანხმებულობა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ნიშნავს ქორწინების სიმტკიცისათვის, მაგრამ ყველა პრობლემას მაინც ვერ მოხსნის.
როგორი სექსუალური პარტნიორი იქნება ქალი, რომელიც, ვთქვათ, მუდმივი უფულობით სასოწარკვეთამდეა მისული? თუმცა ამ შემთხვევაშიც ობეიქტურად უნდა განსაჯოთ. იქნებ თქვენი ქმარი სავსებით მართალია, როდესაც ფიქრობს - ჩემი ხელფასით თავისუფლად შეიძლება ცხოვრება, თუ ჩემი ცოლი თადარიგიანად გაუძღვება ოჯახს?

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ინტიმურ დამოკიდებულებათა სფერო ძალზე მგრძნობიარეა და ლაკმუსის ქაღალდს წააგავს: მაშინვე იცვლის ელფერს, როცა პარტნიორთა დამოკიდებულებაში რამე უსიამოვნება იჩენს თავს.

4. თუ ქმარი ჩემზე ეჭვიანობს, - ესე იგი, ვუყვარვარ

წაიკითხეთ  სრულად