ანდერს ბრეივიკმა სასამართლო პროცესი მოიგო
- 2016-04-20 22:38:35
- 3652 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ნორვეგიის სასამართლომ , 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული, ანდერს ბრეივიკის სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ციხეში მისი უფლებები დაირღვა.
ბრეივიკი ნორვეგიის მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ მისი ცხოვრება წამებას ჰგავს.
ბრეივიკის განცხადებით, ხელისუფლებამ დაარღვია მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების, ასევე მიმოწერის უფლება. ნორვეგიის ხელისუფლებამ "ექტსრემისტული ქსელის" შექმნის თავიდან ასაცილებლად, მას მიმოწერა აუკრძალა.
ანდერს ბრეივიკი ამჟამად სასჯელს შიენის ციხეში იხდის, რომელიც ოსლოდან 100 კილომეტრში მდებარეობს. მისი საკანი 3 ოთახისგან შედგება - საძინებელი, სამუშაო ოთახი ( ტელევიზორი, DVD , Playstation, წიგნები) და სავარჯიშო ოთახი.
მანამ ის ილას საპატიმროში იმყოფებოდა, თუმცა საკნიდან ცუდი ხედი და Wi-Fi-ს სისწრაფე არ მოსწონდა. ასევე აპროტესტებდა იმასაც, რომ ყავა არასათანადოდ ცხელი მიჰქონდათ, არ აკმაყოფილებდა კარაქის დოზაც.
გასული წლის ივლისში კი ბრეივიკი ოსლოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.
შეგახსენებთ ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის 22 ივლისს, ოსლოში აფეთქება მოაწყო რომელსაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იმავე დღეს მან კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდული ბანაკში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 69 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყო ქართველი სტუდენტი თამთა ლიპარტელიანიც. ბრეივიკს ნორვეგიის სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის ამჟამად 37 წლისაა.
newposts.ge