"ორი თვეა სტრესშია მთელი ჩემი ოჯახი, შემოსავალი ნაკლებად არის"

''ეკა ხოფერიას შოუში'' ლენუკა ყიფშიძემ მის ოჯახში არსებულ ფინანსურ კრიზისზე ისაუბრა.

"ზოგს შერცხვებოდა და არ იტყოდა. ორი თვეა სტრესშია მთელი ჩემი ოჯახი, შემოსავალი ნაკლებად არის და ყველა სათითაოდ, მამა, დედა, ძმა, მე, ჩემი შვილი, ყველა სტრესში ვართ.

მე ოჯახში ყველაზე აქტიური ვარ და ვცდილობ გავამხნევო ყველა, შეეცადეთ, ყურები არ ჩამოყაროთ, ყველაფერი კარგად იქნება, პოზიტიურად შევხედოთ ყველაფერს. მამაჩემი ამაზე ძალიან ბრაზდება ხოლმე: "პოზიტიურად ვუყურებ და რა, მერე?", ამბობს.

მით უმეტეს, როცა ოჯახში რვა ადამიანი ვცხოვრობთ, ბავშვები არიან, ძალიან რთულია... ბევრ ესმის ალბათ, რას ნიშნავს ოჯახში რომ ფული არ არის", - აღნიშნა ლენუკა ყიფშიძემ.


presa.ge