"ზეგ ჩემი წამებით მოკლული მამას გარდაცვალების დღეა!"
- 2016-04-22 22:47:34
- 2095 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ზეგ ჩემი წამებით მოკლული მამას გარდაცვალების დღეა!
ისე გავიზარდე მამას წყალობით არაფერი არ მაკლდა, ეს მისი კაცური და ვაჟკაცური შრომის საფასურის წყალობით! სკოლა წარჩინებით დაამთავრა,შემდეგ უნივერსიტეტი,მიიღო უნიკალური აღზრდა მშობლბისაგან,და ესე ჩამოყალიბდა შემდგარ ადამიანად! 1999წლიდან იყო 2007 წლამდე ლანჩხუთის წყალ-კანალის დირექტორი, ისე რომ ბიუჯეტიდან 1 თეთრის დარღვევა არ ჰქონია,,...
ისევე როგორც ყველა 2003 წლიდან ვიყავით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, მამა როგორც სიმართლისათვის მებრძოლი უარი განუცხადა ნაციონალურ მოძრაობას და გადავიდა ოპოზიციაში!
მაგ დღიდან დაიწყო თურმე მამაჩემის ტანჯვის დასაწყისი! 1 თვეში 3 ჯერ მიუვიდა შემოწმება სამსახურში,და თავისმა მოადგილემ რომელიც იყო ჩვენი ოჯახის წევრად წოდებული,მამას ძმაკაცი, მამას ზურგში დანა ჩაარტყა,გააყალბა საბუთები ნაციონალური მოძრაობის დავალებით კერძოდ ზურაბ ადეიშვილის დავალებით,ასევე იოსებ(სოსო) თოფურიძის დავალებით,და დაიჭირეს მამაჩემი ამ თავის მოადგილესთან ერთად,მოადგილე იმავე დღესვე გამოუშვეს,უდანაშაულო მამაჩემი კიდევ დაიტოვეს!! გადაიყვანეს ქუთაისის "ახალი სტანდარტებით" აშენებულ ციხეში სადაც დაიწყო მამაჩემის ტანჯვა წამება!
ყოველდღეს დედაჩემს უნდა შეეგზავნა 100 ლარი,წინააღმდეგ შემთხვევაში მამაჩემი ანიშნებდა რომ მოკლავდნენ,და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი,
დედაჩემიც ყოველ დღე მაგათ ბრძანებებს ემორჩილებოდა! ეს დაახლოებით 2 კვირა გაგრძელდა,2 კვირის შემდეგ მამაჩემი ბათუმში გადაიყვანეს,რა თქმა უნდა რადგან ემოციური ვიყავი მე არავის მივყავდი ციხეზე, და შევიდა დედაჩემი მამაჩემის სანახავად და დაუწყია ჩემს უბედურ მამას საუბარი: ისე მცემდნენ ყოველ დღე სუნთქვა მეკვრებოდა,დღეში 1 ცალ მოხარშულ კარტოფილს დაჭრიდნენ და 3 ჯერ მაძლევდნენო! ბოლოს დააგვირგვინეს იმით რომ ვიღაც პატიმარი შემოაგზავნეს და ჩემს ქვემოთ დააწვინეს და მე ზემოდან ვიწექი 2 სართულიან საწოლზე და ღამით ფეხში ნემსის ჩხვლეტა ვიგრძენიო,წამოვხტი მძინარე და ვერანაირი ტარაკანა ან მსგავსი მწერი ვერ ვიპოვე და მერე დავფიქრდი რომ აშკარად ნემსი იყოო!
(მოგეხსენებათ ციხეში ტარაკნები და ესეთი სახის მწერები უხვად არიან!)
ამ დღის მერე მამამ ფეხის ქავილი და დასიება დამეწყოო,და ესე გაგრძელდა 2 კვირა, სანამ სასამართლო პროცესი არ გაიმართა!
სასამართლო პროცესზე აი რასაც ჰქვია "შემოასვენეს" მამაჩემი,2 ბადრაგს მოჰყავდა,ბორკილებიც არ ედო ისე, რადგან ფაქტიურად მამაჩემი ფეხზე ვერ დადიოდა,,, ისე ცუდად შეიქმნა მამაჩემი,ჯერ ხომ ყველამ იცოდა რომ უდანაშაულო იყო,მერე მაინც სირცხვილისაგან თავი ზემოთ არ აუწევია,
ეხლაც ცრემლებით სველია კომპიუტერის კლავიატურა რადგან მისი სახე მიელვებს გონებაში,, "სიმწრის ღიმილი" რას ნიშნავდა მაშინ გავიგე!
სასამართლოზე გამოიძახეს "სასწრაფო სამედიცინო დახმარება,რომლის ექიმებმაც თქვეს ამ კაცს სასამართლოზე რა უნდა ჩაშალეთ პროცესი და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეთო,ჩატარდა მაინც პროცესი,მამას 1 წელი ციხე,4 წელი პირობითი და 15 000 ჯარიმა მიუსაჯეს!
წასვლისთანავე დედაც უკან გაჰყვა მანქანით,რომ ციხის უფროსი ენახა და იქნებ "რეზბალნიცაზე" (ციხის საავადმყოფოში)" გადაეყვანათ,და დავითანხმეთ თუ არა ციხის საავადმყოფომ უარი განაცხადა სასწრაფოდ რესპუბლიკურში არის გადასაყვანიო,4 საათის მერე გადავიყვანეთ მამა რესპუბლიკურში,სადაც გვითხრეს რომ განგრენა ჰქონდა დაწყებული და აუცილებლად ფეხი უნდა მოეკვეთათ,ჩატარდა ოპერაცია,და მამამ აზრზე არ იყო თუ მოკვეთილი ჰქონდა ფეხი,გამოსვლისთანავე დედას უთხრა რომ არაფერზე არ ინერვიულო,ფეხებიც მაქვს და ხელებიც,მაინც მე გიპატრონებთ 1 წელი უცებ გავაო,,,
და რომ ტიროდა დედა ,და უთხრა ეგრევე ცალი ფეხი არ გაქვსო,იმ წუთასვე ამოილუღლუღა საწყალმა და განუტევა სული!
მეტს არაფერს ვიტყვი,უბრალოდ იმავე გადაეტანოს ყველა ნაციონალური მოძრაობის წევრებსა თუ მხარდამჭერს რაც გადავიტანე მარტო მე!
3 ქალი ძვლივს მიჭერდა,სახეზე ეშინოდა ყველას,ისე დავიკორტნე,არაფერი მთელი არ გადარჩა ჩემს სახლში,რაც მომყვა ხელში,
მე ამ პატარა ბავშვს დამინგრიეს ჩემი ლამაზი ბავშვობა,ყველაზე და ყველაფერზე მეტად ვინც მიყვარდა ის გამომაცალეს ხელიდან!
დავკრალეთ თუ არა დედა 40 დღის განმავლობაში ხმას ვერ იღებდა,40 დღის მერე რუსთავი2ის გარდა ყველა ტელეკომპანიამ მისცა პირდაპირი ეთერი,
და მაგ დღის მერე არ შეწყვეტილა დედას მობილურზე მუქარის ზარები,ეუნებოდნენ რომ თუკი არ გაჩერდებოდა ისევე როგორც მამა,მეც მის გზას გამიყენებდნენ,,,,, და დედამ შეეშვა საქმეს,შიშმა სძლია,მოგეხსენებათ მე პატარა ვიყავი ძალიან,9 წლის უკან... აზრი არ ჰქონდა ჩემს საუბარს მაშინ, მაგრამ 2011 წელს დედა ადვოკატ ლია მუხაშავრიას დაუკავშირდა, და მამაჩემის საქმე გადააგზავნა სტრასბურგის სასამართლოში,შარშან მიმოწერა დაიწყო მაგრამ პასუხი არ ისმის ამდენი ხანია, არც დადებითი და არც უარყოფითი!
3 წლის უკან უშუალოდ ბიძინა ივანიშვილმა დაგვპირდა რომ არ იყო სტრასბურგი საჭირო რადგან პირადად თითონ ჩაუჯდებოდა ამ საქმეს და თავის ძმას დაავალა ამ საქმესთან დაკავშირებით შეეწუხებინა ყველა,,,
მაგრამ რა თქმა უნდა კოჰაბიტირებული მთავრობის მორიგი დაპირება იყო ეს!
პარლამენტის მაშნდელი დეპუტატი მამაჩემის მეგობარი ბიძინა გუჟაბიძე, გვპირდებოდა ყველაფერს მაგრამ გაქრა,
ეხლანდელი დეპუტატიც თემურ ჩხაიძეც სხვათაშორის "ძალიან შეწუხებული" იყო ამ საქმით, და ნუ მოკლედ ვინ არა,,,,
მაგრამ ეს ის ქვეყანაა სადაც ყველას როცა სჭირდები მაშინ ახსენდები!
მამაჩემის სულით არ ვვაჭრობ მე, და თქვენი არც სამართალი არ მჭირდება უკვე!
უბრალოდ მინდა ყველამ ის განიცადოთ ვინც ხართ კოჰაბიტირებულები რაც მე და ჩემმა ოჯახმა!
მამაჩემის გამყიდველს კარგი არაფერი დაემართა,რადგან შვილის შვილი 4 წლის ანგელოზი დაუტანჯა რომლის სიკვდილი ჩემს კეთილ ოჯახს ძალიან ეწყინა,თითონ იმ კაცის ხსენება არ მინდა რომელიც დღეს მაინც ცხოვრებით ტკბება!
ესე ვარ სტრესირებული,და ბავშვობა დანგრეული მე!
mediamall.ge