სპექტაკლი დასრულდა: ახალი სკანდალი პიტისა და ჯოლის ოჯახში

როგორ ჩანს, ჭორები მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ოჯახის დანგრევის შესახებ სიმართლეა. რამდენიმე დღის წინ, დასავლური ტაბლოიდები ახალმა ამბავმა ააფეთქა. ინსაიდერები იუწყებიან, რომ ანჯელინა ქმარს დეენემის ტესტის გაკეთებას სთხოვს, რათა დარწმუნდეს, რომ ის არ არის მისი ძველი მეგობრის - ცნობილი როკ-მუსიკოსის Melissa Etheridg -ის შვილების მამა.

ანჯელინა ფიქრობს, რომ 15 წლის წინ პიტი არა მხოლოდ მორალურად ედგა მელისას გვერდში, როდესაც მან საკუთარი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ განაცხადა, არამედ გახდა კიდეც ის ანონიმური სპერმის დონორი, რომლის დახმარებთაც მისი მეგობარი დაორსულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პიტი მომღერლის ტყუპების ბიოლოგიური მამაა.

მოკლედ, სკანდალი, რომლის მიხედვითაც ანჯელინა ქმარს არაკანონიერი შვილების დამალვაში ადანაშაულებს, არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ცნობილი წყვილის დაშორება უკვე ძალიან რეალური გახდა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი არ აკეთებს კომენტარს პირად პრობლემებზე, კულუარებში დიდი ხანია საუბრობენ, რომ მსახიობმა საბოლოოდ ამოუწურა მოთმინების ფიალა ბრედს თავისი ეჭვიანობით.

ადრე, ჭორები ბრედისა და ახალგაზრდა მსახიობის ლუპიტა ნიანგოს შესახებ დადიოდა , რომლებმაც ერთმანეთი ფილმ „12 წელი ტყვეობაში“ გადაღებაზე გაიცნეს, ახლა ჯოლის ისტერიკების მიზეზი მარიონ კოტიარი და სელენა გომესი გახდნენ, რომლებთანაც პიტი „სიჩუმის 5 წუთის“ გადაღებაზე იმყოფებოდა. ანჯელინას მეგობრების თქმით, „ენჯი საშინელ ისტერიკას აწყობდა, მაგრამ ბრედი მის მიმართ გულგრილი იყო. ერთ მშვენიერ საღამოს კი ჯოლიმ ლოს-ანჯელესში არსებული სახლის კარი გაიხურა და ლონდონში ახალი პიესის პრემიერაზე გაემგზავრა, სადაც მსახიობს თან 25 წლის ჯეკ ო’კონელი ახლდა. ბრედი ანერვიულდა და ცოლი უკან დააბრუნა. მათი ურთიერთობა დალაგდა, მაგრამ სამწუხაროდ ცოტა ხნით“.

წაიკითხეთ  სრულად