''ცეკვავენ ვარსკვლავები'' საგანგებო განცხადებას აკეთებს

"სასწრაფოდ!!! მეგობრებო, სამწუხაროდ ხვალინდელი მსვლელობა გადაიდო. პროექტის მონაწილემ, ნინი წიკლაურმა რეპეტიციის დროს ურთულესი ტრიუკის შესრულებისას მიიღო ტრავმა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ნინი ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ჩაუტარდა კლინიკო-დიაგნოზური კვლევები. შესაბამისად, პროექტის მონაწილეებთან დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. ნინი ამჟამად თავს უკეთ გრძნობს, შეძლებს თუ არა ორშაბათს პირდაპირ ეთერში ცეკვას, ამას ხვალ გავიგებთ…"  - ნათქვამია  განცხადებაში,  რომელიც ტელეკომპანია  იმედის  ვებ-გვერდზე  ვრცელდება!