პატარძლის უკანასკნელი ფოტო - ის საკუთარ ქორწილში დაიღუპა
- 2016-04-24 08:42:32
- 5858 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ეს ფოტო სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული...კანადის ქალაქ როდონში ქორწილის ცერემონიალის მსვლელობისას საშინელი ტრაგედია დატრიალდა. 30 წლის მარია პანტაზოპულოსი მდინარეში დაიხრჩო, როდესაც საქორწილო ფოტოებს იღებდა.
ფოტოსესიის მსვლელობის დროს, ქალს ფეხი ქვაზე დაუსრიალდა და ის პირდაპირ წყალში ჩავარდა. მძიმე საქორწილო კაბამ ის ფსკერზე ჩაათრია. ფოტოგრაფმა მარიას გადარჩენა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. დაღუპული პატარძლის სხეული რამდენიმე საათში დორვინ ფოლსის პარკის ტერიტორიაზე წყალმა გამორიყა.
მოამზადა ელენე გურიელმა
mediamall.ge