რა არ მოეწონა სტანისლავ ბონდარენკოს საქართველოში
- 2016-04-25 09:28:18
- 2021 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
საქართველოში თავის პირველ შთაბეჭდილებებზე, ქართველების ღირსებასა და ნაკლზე, საკუთარ გემოვნებასა და პრეფერენციებზე, ასევე პირველ ტატუზე made in Georgia - თავის ქართველ თაყვანისმცემლებთან შეხვედრაზე გულწრფელად ისაუბრა, რუსეთის ცნობილმა მსახიობმა სტანისლავ ბონდარენკომ.
შეხვედრაზე, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში შედგა, ერთი საათით ადრე მისული ვერ გაეტეოდი გასასვლელში, რადგანაც ჰოლი ბონდარენკოს აურაცხელი თაყვანისმცემლებით იყო სავსე.
როდესაც შეხვედრა დაიწყო, სტანისლავი სცენაზე, რასაც ჰქვია გამოფრინდა. ის ძალიან გახსნილი და მხიარული იყო. მიკროფონსაც კი თვითონ აწვდიდა თაყვანისმცემლებს.
ძირითადად ქართველი თაყვანისმცემლები მოსალოდნელ კითხვებს უსვამდნენ: რაზე ოცნებობს, საყვარელი მსახიობი, მწერალი, ფილმი? და ყველას ტრადიციულად, რა თქმა უნდა აინტერესებდა მისი დამოკიდებულება ქართულ სამზარეულოსთან.
ბონდარენკო ლაღად პასუხობდა, რომ ის ოცნებობს Harley Davidson-ზე, რომელიც ძალიან მოენატა, საყვარელ მსახიობად თავიდან ლეონარდო დი კაპრიოს თვლიდა , შემდეგ კი კიანუ რივზს, უკანასკნელი საყვარელი ფილმია „მებრძოლი“ ტომ ჰარდის მონაწილეობით, ხოლო საყვარელი მწერალი პაულო კოელიოა.
რა თქმაუნდა, ქართულ სამზარეულოზე დადებითად ისაუბრა და განსაკუთრებით აჭარული ხაჭაპური გამოარჩია.
შემდეგ უფრო საინტერესო შეკითხვები წამოვიდა: როგორია სტანისლავ ბონდარენკო მამის ამპლუაში, დარჩება თუ არა საქართველოში და ვინ გახდებოდა, მსახიობი რომ არ ყოფილიყო? სტანისლავმა აღნიშნა, რომ ის სავარაუდოდ საბრძოლო ხელოვნებას გაჰყვებოდა, რაც შეეხება მამას - ის არაა მკაცრი და მის სახლში შეიძლება „გვიანობამდე ცეკვა“. საქართველოში დარჩენა მას მხოლოდ იმიტომ არ შეუძლია, რომ რუსეთში შვილი ჰყავს. „მაგრამ ხშირად ჩამოვალ“,- დაჰპირდა თაყვანისმცემლებს ბონდარენკო.
გამომცემლობა Sputnik-ის ჟურნალისტი კი დაინტერესდა, საქართველოზე ბონდარენკოს პირველ შთაბეჭდილებებზე, როგორც დადებითზე ასევე უარყოფითზე.
„ვიტყვი გულწრფელად, რაც არ მომეწონა ეს - არაპუნქტუალურობაა. აი, ეს საერთოდ არ მომეწონა! თქვენ გიყვართ დაგვიანება და პრინციპში ეს მიღებულიცაა აქ“,- აღნიშნა მსახიობმა.
პოზიტიურ შთაბეჭდილებებს შორის ბონდარეკომ დაასახელა: ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა, გულწრფელობა და პატიოსნება.
„პირველ რიგში მომეწონა, როგორ ხვდებიან ადამიანს საქართველოში . ისინი ადამიანებს მართლა გულღიად ხვდებიან. ის კი არა უბრალოდ „გამარჯობა!“ და მორჩა. არამედ ჩანს, რომ თვალებით გესაუბრებიან“,- დასძინა ბონდარენკომ.
რა თქმაუნდა, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შესახებაც დაისვა შეკითხვა და თუ ისურვებდა, რომ თბილისში ბინა მოეგო. რაზეც მსახიობმა აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი მონაწილეობაა და ასეთი მიზანი მას არ დაუსახავს.
შეხვედრის ყველაზე ინტიმური მომენტი ალბათ სტანისლავის აღიარება იყო, რომ მას ძალიან დიდი ხანი ტატუს გაკეთება სურდა და ვერ ახერხებდა. მისი თქმით, საქართველოში თითქოს „ვარსკვლავები შეერთდნენ“ და მან ჯვრის ფორმის ტატუ გაიკეთა ქართული წარწერით „უფალო შემიწყალენ!“
შეხვედრაზე, „ცეკვავენ ვარკვლავებიდან“ მისი პარტნიორი ნიკე კეშელავაც იმყოფებოდა. როდესაც მათი რეპეტიციაზე წასვლის დრო მოვიდა, მათ დააჩქარეს გამზადება. მაგრამ თაყვანისმცემლებმა ლამის ალყაში მოაქციეს მსახიობი. რამდენჯერმე სტანისლავის ამოყვირებაც კი გაისმა „მიშვლეთ!“, რა თქმა უნდა მსახიობის დასახმარებლად თეატრის ადმინისტრაციის დაცვა მივიდა და ძლივს გაიყვანეს დარბაზიდან.
მოამზადა ელენე გურიელმა sputnik-georgia.ru-ს მიხედვით
mediamall.ge