აი როგორ ატყუებენ ტურისტებს აეროპორტებში

კოლუმბიის სანაპიროზე ქალბატონი კეთილი ღიმილით გთავაზობთ უფასო მასაჟს. თუკი დათანხმდებით, პროცედურის დასრულებისთანავე მოგთხოვთ მომსახურების საფასურის გადახდას. გვერდიდან არ მოგცილდებათ, სანამ თანხას არ აუნაზღაურებთ.

ეგვიპტეში ყველა ნაბიჯზე სთავაზობენ ტურისტებს სურათის გადაღებას აქლემებზე. თავად გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა დათანხმება, რადგან როგორც კი შესაბამის საფასურს გადაიხდით, აქლემზე აძვრებით და სურათს გადაიღებთ, აქლემიდან ჩამოსვლის თანხის დამატებას მოგთხოვენ. არ დაგავიწყდეთ, რომ 2.50 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებით და ჩამოხტომა გაგიჭირდებათ.

„მოპარული საფულე“ - ეს ხრიკი გავრცელებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. გიახლოვდებათ ადამიანი, რომელიც თავისი საფულის მოპარვას გაბრალებთ. როგორც კი დაუწყებთ მტკიცებას და აჩვენებთ, რომ ჯიბეში მხოლოდ საკუთარი საფულე გიდევთ, თაღლითი მაშინვე გამოგტაცებთ საფულეს და გარბის.

თუკი ლას ვეგასში ტაქსით გადაადგილდებით, ბარგი სალონში, თქვენ გვერდით მოათავსეთ, რადგან გამორიცხული არ არის, მძღოლმა ბარგის გარეშე დაგტოვოთ.

ბოლივიაში ხშირია ფეხით მოსიარულეთა მოძრაობა. ამიტომ აქ თაღლითები შემდეგ ხრიკს მიმართავენ: რამდენმე ძლიერი მამაკაცი ბრბოში ისე მოგამწყვდევთ, რომ ადგილიდან ვერ გაინძრეთ და სწრაფად ამოგისუფთავებენ ჯიბეებს და ჩანთას.

იტალიაში და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში ხშირად შემდეგ ხერხს მიმართავენ:
საბანში გახვეულ თოჯინას მოულოდნელად გიგდებენ ფეხებქვეშ. თქვენ გადაგაქვთ ყურადღება „ბავშვზე“, ამასობაში კი თქვენი ჩანთა და საფულე ქრება.