სინდი კროუფორდის შვილები ინტერნეტს იპყრობენ (7 ფოტო)

49 წლის სუპოერმოდელ სინდი კროუფორდის შვილები ასაკის მატებასთან ერთად კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობენ, რადგან კიდევ უფრო იხვეწებიან და ლამაზდებიან. 15 წლის კაია და 16 წლის პრესლი რა ხანია, ულამაზეს და-ძმად აღიარეს და აშკარად ცნობილი მოდელის გარეგნობა მემკვიდრეობით ერგოთ - შეიძლედბა ითქვას, გააორმაგეს კიდეც მშობლების გარეგნული მონაცემები.
და-ძმის ფოტოებს ხშირად აზიარებენ სოციალური ქსელით და ვერ მალავენ აღფრთოვანებას. კაია და პრესლი მართლაც გამორჩეული გარეგნობისანი არიან და სავარაუდოდ, შოუბიზნესის თუ სამოდელო სფეროში დიდი წარმატება ელოდებათ.  იხილეთ  ფოტოსურათები