მეცნიერებმა მშობიარობისთვის საუკეთესო ასაკი დაადგინეს
- 2016-04-27 08:56:52
- 3291 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფართომაშტაბიაბი კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ქალის სხეულისთვის ყველაზე ოპტიმალური დრო მშობიარობისთვის 25-30 წელია. კვლევების შედეგები ჟურნალმა Proceedings of the National Academy of Sciences -მა გამოაქვეყნა.
როგორც კვლევაშია ნათქვამი, მეცნიერები, კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით ქალების მენჯის ძვლის განვითარებას აკვირდებოდნენ. კვლევაში მონაწილეობა 250-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ჩვილებიდან 95 წლის ჩათვლით.
შედეგმა აჩვენა, რომ ათი წლიდან ქალის მენჯის ძვლები, მამაკაცისგან განსხვავებით იცვლება.
25-30 წლისთვის ქალის მენჯი ყველაზე კარგადაა ადაპტირებული მშობიარობისთვის. ხოლო 40-45 წლიდან ქალის მენჯი კვლავ იცვლება, ვიწროვდება უფრო მამაკაცისას ემსგავსება.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მენჯის ძვლების განვითარება განპირობებულია ჰორმონალური ცვილილებებით, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში ხდება.
2030.news