სიკვდილის მიზეზების რეიტინგი

ბევრ ჩვენგანს მოულოდნელი სიკვდილის ეშინია, მაგრამ სტატიტიკურად, ადამიანების უმრავლესობა თავის ცხოვრებისეულ გზას ბანალურად ასრულებს.

მეცნიერებმა აშშ-ის მოსახლეობის 2013 წლის სიკვდილიანობის სტატისტიკა გააანალიზეს და საკუთარი რეიტინგი შეადგინეს.

ამ სევდიან რეიტინგში მეათე ადგილს თვითმკვლელობა იკავებს. 2013 წელს აშშ-ში სუიციდით სიცოცხლე 41 149 ადამიანმა დაასრულა. მამაკაცებში თვითმკვლელობა 4-ჯერ უფრო გავრცელებულია, ვიდრე ქალებში. სუიციდის აღკვეთის ერთ-ერთი მეთოდი სახიფათო სიმპტომების ამოცნობაა.

მაგალითად, თუ თქვენი ახლობელი სიკვდილზე ხშირად საუბრობს, ფსიქოტროპულ ნივთიერებებს იყენებს ან დეპრესია აქვს, ამ საგანგებო ნიშნებს აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება.

რეიტინგის მეცხრე ადგილს თირკმელების დაავადება, მათ შორის ნეფრიტი, ნეფროტიკული სინდრომი და ნეფროზი იკავებს. 2013 წელს, აშშ-ში ამ დაავადებებით 47 112 ადამიანი გარდაიცვალა. ნეფრიტი არის თირკმელების ანთება, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული ინფექციით ან ალერგიული რეაქციით პრეპარატზე.  წაიკითხეთ  სრულად