ამ გოგონას ექიმმა ისეთი წამალი გამოუწერა, რომ დედამისი შოკში ჩავარდა

პატარა ბრაზილიელი გოგონა რაფაელა სულ 2 წლისაა, თუმცა, მის შესახებ უკვე მთელმა ინტერნეტმა იცის. ეს იმის გამო მოხდა, რომ ერთმა ექიმმა მას არაჩვეულებრივი რეცეპტი გამოუწერა.
რაფაელას მამა ვერი ტრინიდადი ცდილობდა, რომ შვილს რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი ჰქონოდა ექიმებტან და საავადმყოფოებთან, რადგან მისი პირადი გამოცდილება ამ საკითხში საკმაოდ უარყოფითი იყო. თუმცა ექიმებთან ურთიერთობა მას მაინც მოუწია. აი. რას წერს ის Facebook-ში:

"არც კი ვიცი საიდან დავიწყო. გუშინ ექიმმა რაფაელას სიცხე ვერაფრით ვერ დაუგდო. მე ამან ძალიან შემაშფოთა... სხვა გზა არ მქონდა, წავედით საავადმყოფოში.
მე ძალიან მეშინია ჩვენი საავადმყოფოების, თუ რატომ, ამას ახლა არ დავწერ. უბრალოდ, დღეს ჩვენ თურმე დიდი სიურპრიზი გველოდა! გულზე ისე მომეშვა, ვიტირე კიდეც. როცა სახლში დავბრუნდით, ჩემს ქმარს, ქსანდის მოვუყევი ყველაფერი, ვუთხარი, რომ კეთილი ადამიანები ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებშიც ყოფილან.

რაფაელა არც ტიროდა, არც ეწინააღდეგებოდა ექიმს, ის კიდევ ისეთი ყურადღებიანი იყო... ჩვენ შოკში ვართ, ჩვენს ქალაქში ნამდვილი ანგელოზი მუშაობს - ექიმი მარსელო. მისი მეშვეობით ჩვენ ამაღამ მშვიდად დავიძინებთ. მან ორი რეცეპტი გამოგვიწერა - ერთი ჩემთვის, რმდენიმე წამლის სია და ერთი, განსაკუთრებული რეცეპტი რაფაელასთვის. მე მას მთელი ცხოვრება დავიმახსოვრებ."




რეცეპტზე შემდეგი რამ წერია: "რაფაელა მალე გამოჯანმრთელდი! გკოცნი, ექიმი "კარგი ბიჭი".

ბრაზილიელი დედის ეს პოსტი საკმაოდ პოპულარული გახდა Facebook-ის ბრაზილიურ ნაწილში და ფართო განხილვის საგნად იქცა. თავად ვერი ამას ცხადია არ ელოდდა, თუმცა, შედეგმა ის ძალიან გაახარა. ბრაზილიელი ექიმის ეს საქციელი იმაზე მეტყველებს, რომ თბილი და კეთილი დამოკიდებულება ყველგან საჭიროა.
სწორედ ამ წუთში შეიძლება ვინმეს ძალიან სჭირდება ჩვენი ყურადღება და სითბო. ეს სწორედ ასეთი ისტორიაა.



newposts.ge