როგორ დავიყენოთ ვარჯიშით ლამაზი ფეხები
- 2016-04-28 10:54:54
- 2737 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ვარჯიშები, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, შემუშავებულია ”ბოდიფლექსის” ტექნოლოგიით, იოგას და პილატესის ელემენტებით. შედეგად, მიიღებთ სწორ რელიეფს და წვრილ ფეხებს.
1. სირბილის შემდეგ შესვენების პოზა
დადექით სწორად, ფეხები - მხრების გასწვრივ. ცოტათი მოხარეთ მუხლები, დაეყრდენით მათ ხელისგულებით, გამობურცეთ მუცელი, იგრძენით დუნდულების დაჭიმვა. ნელა ამოისუნთქეთ პირით, ეცადეთ ფილტვებიდან რაც შეიძლება მეტი ჰაერი გამოდევნოთ. რამდენიმე წამით შეიკავეთ სუნთქვა და ნელა ჩაისუნთქეთ ცხვირით, სანამ ფილტვები ჰაერით არ აივსება. გაიმეორეთ იგივე, ყურადღება მიაქციეთ, რომ მუცელი გამობურცული გქონდეთ. ოპტიმალური ციკლია - 10 ამოსუნთქვა და 10 ჩასუნთქვა, შესვენება 30-40 წუთი. თუ მეტის გაკეთებას შეძლებთ, უკეთესია.
2. თოჯინას პოზა
დაჯექით იატაკზე, ფეხები რაც შეიძლება ერთმანეთისგან შორს გაშალეთ. ხელები ზურგს უკან დაილაგეთ და იატაკისგან გადაიწიეთ ისე, რომ თავი წინ გადახაროთ. ფეხის თითები სხეულისკენ გაიშვირეთ. ნელ-ნელა განაგრძეთ წინ გადახრა ისე, რომ წელში გამართული იყოთ. მაქსიმალური შედეგი იქნება, თუ მოახერხებთ მუცლის ფეხებს შუა მოთავსებას. მინიმალური - თუ ხელებით მუხლებამდე გადაიწევით ისე, რომ წელში არ მოიხაროთ. ჩაისუნთქეთ ცხვირით, ამოისუნთქეთ პირით. წაიკითხეთ სრულად