რატომ დატოვა ნიკა გვარამიამ „X ფაქტორი“

X ფაქტორის ჩაწერის დროს ყველასთვის მოულოდნელი რამ მოხდა,- ჟიურის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სკამების ეტაპის ჩაწერის დროს, გაბუნიამ გუნდის დაკომპლექტებისას მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც მასსა და ნიკა გვარამიას შორის კონფლიქტი გამოიწვია. დაპირისპირების მიზეზი პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, მალიბუ აღმოჩნდა, რომელიც გვარამიამ შესარჩევ ტურში ირინა ალეგროვას შეადარა. მას შემდეგ რაც გიორგი გაბუნიამ საკუთარი არჩევანი მალიბუზე შეაჩერა და პროექტიდან მარიამ აკობია გაუშვა, ნიკა გვარამიამ შუა ჩაწერიდან პროექტი დატოვა. როგორ განვითარდება მოვლენები და ვიხილავთ თუ არა კვლავ პროექტში გვარამიას, ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.