ქალმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს იმისთვის, რომ ლტოლვილს არ გააუპატიურებინა თავი

დანიურმა სამართალმა მუსულმან ლტოლვილების მიმართ კვლავ საოცარი ჰუმანურობა გამოიჩინა: დანიელი ქალი ჯარიმას გადაიხდის იმისათვის, რომ ლტოლვილს არ გააუპატიურებინა თავი.

ეს ფოტო დანიელმა ნანა სკოვმანდმა, მიგრანტების მიერ ნაცემმა, თავის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. მისმა 17 წლის თანამოქალაქემ თავის დაცვა შეძლო და ამისათვის დაისაჯა.



დანიის ქალაქის სენერბორგის 17 წლის მაცხოვრებელს, იარაღის უკანონოდ ტარებაში ბრალი დასდეს. გოგონამ გაზის ბალონი თავდამსხმელი მამაკაცის წინააღმდეგ გამოიყენა.

ინციდენტი ლტოლვილების ცენტრთან ახლოს მოხდა. გოგონას თქმით, მამაკაცი, რომელიც ინგლისურად საუბრობდა, თავს დაესხა და წააქცია, მის გაშიშვლებას ცდილობდა. გოგონამ კი შეძლო თავდამსხმელისთვის თვალებში გაზის შესხმა, რის შემდეგაც მამაკაცი გაიქცა.

"გაზის ბალონის გამოყენება არალეგალურია, ამიტომ მას ჯარიმის გადახდა მოუწევს", - ამბობს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი. ჯარიმა 500 კრონს შეადგენს - დაახლოებით 20 დოლარია.




საერთაშორისო ორგანოს მონაცემების მიხედვით შარშან ევროპაში მილიონზე მეტი ლტოლვილი შევიდა.

ადგილობრივი მოსახლეობის, ლტოლვილების მიმართ დამოკიდებულება, კიოლნში საშინელი ახალი წლის ღამის შემდეგ შეიცვალა. მაგრამ ყველაზე ჰუმანური სასამართლო დამნაშავეებს იცავს...



მოამზადა ელენე გურიელმა


mediamall.ge