მალაიზიაში ადამიანის სახიანი თხა დაიბადა

63 წლის მალაიზიელის იბრაჰიმ ბასირას ფერმაში თხა დაიბადა, რომელსაც ადამიანის სახე აქვს. მამაკაცმა ამ უცნაური მოვლენის ახსნა ვერ შეძლო.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ცხოველის ნაშიერი უფრო ემტად ადამიანს წააგავს, ვიდრე პირუტყვს.

ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა ავრცელებს.

"თხის ნაშიერი უფრო ჩვილს წააგავს, ვიდრე თხას. მისი ბეჭვი თმის მსგავსია, ხოლო ჩვეულებრივი ფორმის თვალების ნაცვლად მას ადამიანის ცხვირი და თვალები აქვს", - განაცხადა ფერმერმა გამოცემასთან.

მამაკაცმა ვეტერინარებსაც მიმართა, თუმცა ეს უცნაური მოვლენა ვერც მათ ახსნეს. "ახალშობილის" გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, იგი დაბადებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

ცხოველის სხეული ფერმერმა სპეციალისტებს გამოსაკვლევად გადასცა.

ასეთი შემთხვევა მოხდა გასული წლის მარტში დაღესტანში - ცხვარმა ადამიანის სახის მქონე ბატკანი შობა, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია.


თამთა უთურგაშვილი



mediamall.ge