სელფის გადაღებისას კიდევ ერთი თინეიჯერი გარდაიცვალა

სელფის გადაღებისას, ინდოელმა თინეიჯერმა ბიჭმა იარაღით, შემთხვევით, სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა.

15 წლის რამანდიფ სინი მისი მამის 32 კალიბრიანი იარაღით პოზირებდა, როდესაც შემთხვევით ჩახმახს ხელი გამოჰკრა.

სინი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სტატისტიკის მიხედვით ინდოეთი წელს პირველი ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტი ე.წ. სელფებთან დაკავშირებული გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.


თამთა უთურგაშვილი


mediamall.ge