სად შეიძლება გოგოების გაცნობა - 4 ნაცადი ადგილი

ისეთი ადგილის პოვნა, სადაც გოგონას გაცნობა შეიძლება ნამდვილად რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. ჩვენ გეტყვით 4 ყველაზე ნაცად ადგილს, სადაც გოგონას გაცნობა უპრობლემოდ შესაძლებელია.

1. სად გავიცნოთ გოგონა? Apple-ს მაღაზიაში
არ გეგონოთ რეკლამას ვაკეთებდეთ; უბრალოდ მაკბუქების, აიფონებისა და აიპადების ადგილი ნამდვილი ოაზისია სპონტანტური გაცნობისთვის.

ამ მაღაზიებში არ დადიან დიასახლისები სარეცხი მანქანისა ან უთო შესაძენად, ძირითადი კლიენტები სტუდენტი გოგონები არიან. შეამჩნევთ თუ არა გოგონას მეგობრის გარეშე, რომელიც რომელიმე მოდელს აკვირდება, თამამად შეგიძლიათ მიხვიდეთ და საუბარი გაუბათ. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, კონსულტანტი რამე იშვიათი მოდელის მოსატანად გაუშვათ... ხელი რომ არ შეგიშალოთ.

2. ძაღლის გასეირნება
ძაღლი თუ არ გყავთ, მეგობარს მაინც უთხარით, რომ ერთ დღესაც მის შინაურ ცხოველს თქვენ გაასეირნებთ. დრო თქვენი სურვილისამებრ შეარჩიეთ და ძაღლთან ერთად უახლოესი პარკისკენ გაეშურეთ. თქვენი მთავარი კოზირი ძაღლია. ქალები ენდობიან ისეთ მამაკაცებს, რომლებსაც შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობა შეუძლიათ.

3. კონცერტი
როგორც წესი კონცერტებზე ბევრი სიმპათიური გოგონაა. ზოგიერთები (მამაკაცი) მეგობრების გარეშე არიან მისულები და უმეტესობა მხოლოდ იმის გამო არ დადის კონცერტებზე, რომ მეასედ ან მეათასედ მოუსმინოს ერთ და იგივე სიმღერას. თუმცა მაინც ფრთხილად იყავით, ზოგიერთ გოგონას არ მოსწონს, როცა მის "შებმას" მომღერლის გამოსვლის დროს ცდილობენ, მაგრამ გამოსვლის დასრულების შემდეგ ემოციებზე საუბარი ვინემსთან ნამდვილად მოუნდებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ შესაბამის კონცერტზე გამომსველთა შესახებ ინფორმაციას უნდა ფლობდეთ, სასაუბრო თემას რომ არ ჩამორჩეთ.

4. საცეკვავო დარბაზი
მოკლე მაისურებსა და შორტებში გამოწყობილი გოგონები... რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი. სანამ საცეკვავო დარბაზში წახვალთ, დარწმუნდით, რომ რითმის გრძნობა გაქვთ... ნუ, სულ ცოტა მაინც...

როგორც წესი უშნო და მორცხი გოგონები საცეკვავო დარბაზებში არ დადიან. ამასთან ერთად ერთობლივი ორსაათიანი რეპეტიცია ყველაზე მეტად დაგაახლოვებთ მდედრობით სქესთან. ქალებს მოსწონთ, როცა მამაკაცები კარგად ცეკვავენ და ნუ ფიქრობთ, რომ საქართველოში საცეკვავო დარბაზები არ არის, კარგად მოიძიეთ და ბოლობოლო გოგონას თუ ვერ გაიცნობთ, ცეკვას მაინც ისწავლით





წყარო