
რატომ ფიქრობს ათიდან ცხრა კაცი, რომ სხვისი ცოლი უფრო ტკბილია?
- 2014-08-05 21:03:18
- 3392 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

თავის დროზე ღმერთმა 10 ადამი შექმნა. ერთი მეთევზე იყო,მეორე მონადირე, მესამე მიწათმოქმედი და ასე შემდეგ…
ერთ დღესაც ყველანი მივიდნენ ღმერთთან და შესჩივლეს: – ყველაფერი კარგია, მაგრამ რაღაც გვაკლია, მოწყენილობაა. ღმერთმა შესთავაზა: – გამოძერწეთ ყოველმა თქვენგანმა ქალი, ვისაც როგორი გინდათ: მაღალი, დაბალი,მსუქანი, გამხდარი… მე კი მათ სულს ჩავბერავ და თქვენი ცოლები გახდებიან. ასეც მოიქცნენ. მერე ღმერთმა ხონჩით მისცა 10 დიდი ნატეხი შაქარი. თან უთხრათ: – ყველამ თითო ნატეხი შაქარი აიღეთ და თქვენ შექმნილ ქალს აჭამეთ, რომ ტკბილად გამოგადგეთ.ხონჩა მალე დაცარიელდა.ღმერთმა ისევ მიმართა კაცებს: – თქვენ შორის ერთი უსინდისოა. შაქარი 11 ნატეხი იყო. რომელიღაც თქვენგანმა 2 ნატეხი აიღო… გაბრაზებულმა ღმერთმა ქალები ერთმანეთში აურია და თვითეულ კაცს შემთხვევით ამორჩეული ქალი არგუნა ცოლად.მას მერე ათიდან ცხრა კაცი ფიქრობს, რომ სხვისი ცოლიუფრო ტკბილია.