თუ ეს 12 სიმბოლო დაგესიზმრათ, მოსალოცად გქონიათ საქმე
- 2016-05-03 21:55:40
- 2610 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ქალებს მნიშვნელოვანი სიზმრები ქალების დღეს - ხუთშაბათიდან პარასკევის ღამეს ესიზმრებათ.
აგრეთვე, სიზმარს უნდა დააკვირდეთ ეკლესიური დღესასწაულების დროს. ვფიქრობთ, 12 მნიშვნელოვანი სიმბოლოს ახსნა მთელი ცხოვრების მანძილზე გამოგადგებათ.
1. ყუთები
საიდუმლოებები და იმედგაცრუება გელით. ქვეცნობიერად გრძნობთ, რომ რაღაცას გიმალავენ. თუ ყუთი გახსენით და ცარიელი აღმოჩნდა, მატერიალური პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით. სავსე - კეთილდღეობას გპირდებათ.
2. ვარდნა
კონტროლს კარგავთ მოვლენებზე და შიშის გრძნობა გიპყრობთ. იგი წარუმატებლობას ნიშნავს. თუ ვარდნა მოულოდნელი აფრენით მთავრდება, სირთულეებს ბოლო მომენტში გაუმკლავდებით.
3. კატა, კნუტები
შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ. ხოლო, ხალხური სიბრძნით, კატის სიზმარში ნახვა კამათს ნიშნავს, კნუტებისა - მცირე უსიამოვნებებს.
4. კბილები
კბილი ტკივილითა და სისხლით ჩამოვარდნა ახლობლის ავადმყოფობაზე მიუთითებს. ხოლო, თუ ტკივილის გარეშე მოგძვრათ, მოძველებულისა და უსარგებლოსგან გათავისუფლდებით.
5. ჭიანჭველები
თავშეკავების, შრომისმოყვარეობისა და დამგროვებლობის სიმბოლოა. მათი სიზმარში ნახვა შრომას მოასწავებს, რის შემდეგაც კეთილდღეობა დაგიდგებათ.
6. თმა
თუ სიზმარში თმას ივარცხნით, პრობლემებს ადვილად მოაგვარებთ. რაც უფრო გრძელი თმა გაქვთ, მით რთულია თქვენი საქმეები. სიზმარში ლამაზი ვარცხნილობა საქმეებში წარმატებას ნიშნავს. მოკლე თმა - მფლანგველობას. თუ სიზმარში ვიღაცას თმაზე ეფერებით, სასიყვარულო ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ. წაიკითხეთ სრულად