აი რა სიახლეს შემოგვთავაზებს სულ მალე Facebook-ი
- 2016-05-04 10:57:47
- 2609 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სოციალური ქსელი Facebook-ი სიახლის ტესტირებას ახორციელებს, რომელიც გულისხმობს, თავად ვარეგულიროთ, რამდენ ხანში წაიშალოს ჩვენ მიერ გაგზავნილი შეტყობინებები. ამის შესახებ Tech Insider წერს.
მსგავსი ფუნქცია მესენჯერ Snapchat-ს აქვს.
BuzzFeed-ის ცნობით კი, სიახლის ტესტირება საფრანგეთში შარშან ნოემბერში დაიწყო.
საიტს ფუნქციებში დაემატება პუნქტი, რომლითაც გადავწყვეტთ, რა დროს წაიშალოს ავტომატურად შეტყობინებები - 1 წუთში, 15-ში, ერთ საათსა თუ მეტ ხანში.