ჩინელი ბიჭი, რომელიც 31 თითით დაიბადა! (2 ფოტო)

ჩინეთის პროვინცია ჰუნანში მცხოვრებ ბიჭს სახელად ჰონგ ჰონგი, ხელზე 15, ხოლო ფეხზე 16 თითი აქვს. მას ექიმებმა პოლიდაქტილიის დიაგნოზი დაუსვეს, რაც ზედმეტი თითის არსებობაში გამოიხატება.
ჰონგ ჰონგის დედასაც ხელსა და ფეხზე 6-6 თითი აქვს. ბავშვის შემთხვევა განსაკუთრებით მძიმეა, რადგან მას ორი ხელის გული აქვს და ცერა თითები არ აქვს. ოპერაციის შემთხვევაში მას არამხოლოდ ზედმეტი თითების მოცილება, არამედ ცერა თითების რეკონსტრუქციაც დასჭირდება.
მშობლები ბავშვის ოპერაციისთვის თანხას აგროვებენ, თუმცა ჯერ ჰონგ ჰონგი ოპერაციისთვის პატარაა. სავარაუდოდ ოპერაცია 30 ათასი დოლარი ღირს. მშობლებმა განცხადება ინტერნეტში გაავრცელეს და 6 ათასი დოლარი უკვე შეაგროვეს.