გვინეტ პელტროუს საშიში დიეტა, რომელიც ჰალუცინაციებს იწვევს!

გვინეტ პელტროუ ხშირად უზიარებს თაყვანისმცემლებს რჩევებს წონაში დაკლებასა და თავის მოვლასთან დაკავშირებით. მსახიობი ცხოვრების აქტიურ წესს მისდევს და ყველაზე კარგად იცის, როგორ დაიკლოს წონაში სწრაფად. სწრაფად, მაგრამ არა - უსაფრთხოდ. პელტროუმ საკუთარი დიეტის უკუჩვენებებზე ისაუბრა.

დეტოქს-პროგრამის ხსენებისას, ყველას გვინეტ პელტროუ წარმოუდგება თვალწინ. მსახიობი ადასტურებს: ორგანიზმის გაწმენდა ხელს უწყობს წონაში კლებასა და გაახალგაზრდავებას. 40 წლის პელტროუ დარწმუნებულია, რომ მისი უკანალი ისეთივეა, "როგორც 22 წლის სტრიპტიზის მოცეკვავის"... და თამამად აჩენს კიდეც გამჭვირვალე და სხეულზე მოტმასნილ კაბებში საკუთ
არი სხეულის მეხუთე წერტილს.

თუმცა, ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვნად არ არის: დიეტა არა მარტო ათავისუფლებს ტოქსინებისგან, არამედ ორგანიზმს ძალიან ასუსტებს. რამდენიმე კვირის განმავლობაში ძირითადი საკვები ამ დიეტის დროს დეტოქს-წვენები და სუპებია. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა რამდენიმე კვირაზეა გათვლილი, გვინეტს მეათე დღეს უკვე დაეწყო უღონობა და ჰალუცინაციები.

"მინდა გამოგიტყდეთ, რომ დეტოქს-წვენებმა შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რაც მომავალში წონის მატებას იწვევს", - განაცხადა პელტროუმ.

აღსანიშნავია, რომ პელტროუ მთლად კეთილსინდისიერადაც არ იცავდა დიეტას. მსახიობი უარს ვერ ამბობს ორ სიამოვნებაზე: ალკოჰოლსა და სიგარეტზე.