რატომ გვითამაშებს თვალი

უკონტროლო ქუთუთო თავად წყვეტს როდის უნდა ათამაშდეს, მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს და რა პრობლემაზე უნდა მიუთითებდეს "თვალის თამაში"?

კითხვებზე პასუხს ნიუ-იორკის ოფთალმოლოგიის ცენტრის პროფესორი მურიელ შორნაკი გაგვცემს. დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ მარტო თქვენ არ გითამაშებთ თვალი. ის ძალიან პოპულარული მოვლენაა. მაგრამ საშიშროებას არ წარმოადგენს.

პირველ რიგში დააკვირდით, ქუთუთო გითამაშებთ თუ თავად თვალი? ბინდი თვალზე, თითქოს სამყარო ხტის შეიძლება ოსცილოფსიაზე -მხედველობის დარღვევაზე მიუთითებდეს. იგი ხშირად ნევროლოგიასთანაა კავშირში. აუცილებლად გაესინჯეთ ექიმს, რომელიც სწორ დიაგნოზს დაგისვამთ.

თუ ქუთუთო გითამაშებთ, ნუ ანერვიულდებით. ამ მოვლენას
მიოკიმია ჰქვია. იგი შეიძლება მოულოდნელად დაგეწყოთ და ასევე მოულოდნელად დასრულდეს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა მიოკიმია რამდენიმე კვირას გრძელდება. მაგრამ არც ამ შემთხვევაში ღირს ნერვიულობა.   წაიკითხეთ  სრულად