რომელი დაავადების დროს უნდა გაკეთდეს გინეკოლოგიური მასაჟი

არსებობს საკმაოდ ბევრი თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცედურები, რომლებიც გამოიყენება სამეანო პრაქტიკაში, ფრაზა ‘’გინეკოლოგიური მასაჟი’’ რბილად, რომ ვთქვათ ცოტა გასაკვირად ჟღერს, რადგან ასეთი მასაჟის გამოყენება დელიკატური საკითხია. მიუხედავად ყველაფრისა, გინეკოლოგიური მასაჟი არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, ბუნებრივი და ეფექტური პროცედურა. ის არა მხოლოდ ეხმარება მკურნალობას, არამედ კარგი საშუალებაა გინეკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის.


გინეკოლოგიური მასაჟის თავისებურებები
გინეკოლოგიური მასაჟი გამოყენება დაიწყეს 1861 წელს, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში, ამ მეთოდს არ აღიარებდნენ მეან-გინეკოლოგები. იმის მიხედვით, რომ ქალის რეპროდუქციული სისტემის ორგანოები შედგება ძირითადად, შემაერთებელი და კუნთოვანი ქსოვილისგან, გინეკოლოგიური მასაჟი ფაქტობრივად აქტუალურ მეთოდს წარმოადგენს. ეს პროცედურა შეიძლება ეფეტურად იქნას გამოყენებული მრავალი გინეკოლოგიური პათოლოგიის მკურნალობის დროს. ის ასევე იძლევა ძალიან დადებით ეფექტს.


გინეკოლოგიური მასაჟი:
რომელი დაავადებების დროს შეიძლება განხორციელდეს გინეკოლოგიური მასაჟი;
მთავარი უკუჩვენებები გინეკოლოგიური მასაჟის დროს;
გინეკოლოგიური მასაჟის მეთოდები.
რომელი დაავადებების დროს შეიძლება განხორციელდეს გინეკოლოგიური მასაჟი


გინეკოლოგიური მასაჟი აღადგენს სასქესო ორგანოების კუნთების ტონუსს და აღმოფხვრის პათოლოგიურ გამოვლინებებს. პროცედურა ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:


ალგოდისმენორეას სამკურნალოდ;
ზრდის სექსუალურ ლტოლვას, ანორგაზმის და სხვა სექსუალური დარღვევების დროს;
აუმჯობესებს ქალის რეპროდუქციულ ფუნქციებს.
გინეკოლოგიური მასაჟის უკუჩვენებები


მას შემდეგ, რაც გინეკოლოგიური მასაჟი მოიცავს პირდაპირ საშვილოსნოს მანიპულაციას არსებობს უკუჩვენებები მისი განხორციელების დროს. არ არის რეკომენდებული გინეკოლოგიური მასაჟი ორსულ ქალებსა და მეძუძურ დედებში. მენსტრუაციის დროს, პოსტოპერაციულ პერიოდში და მშობიარობის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში არ არის რეკომენდებული შიდა რეპროდუქციული ორგანოების მასაჟი. ასევე, ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა საშვილოსნოს ყელის ეროზია, კოლიტი, მენჯის ვენების თრომბოფლებიტი და სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესის პერიოდში.


გინეკოლოგიური მასაჟის მეთოდი
ეს პროცედურა აუცილებელია გააკეთოს ექიმმა, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება და კომპეტენცია ამ საკითხში. მიანდეთ თქვენი ჯანმრთელობა კლინიკა ''ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას'. სადაც მოგემსახურებიან კვალიფიცირებული მეან-გინეკოლოგები. მასაჟის პროცედურა ტარდება გინეკოლოგიურ სავარძელზე. მასაჟის ჩატარება მიმდინარეობს 3-5 წუთის განმავლობაში, შემდგომ თანდათან იზრდება ხანგრძლივობა. ამ პროცედურის პერიოდში არ არის რეკომენდებული პაციენტისთვის სექსუალური კონტაქტი, რადგან არსებობს საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების რისკი. კურსის ხანგრძლივობა ექიმის მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება.



oxford-med.ge