როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის რომ უფრო მაღალი გამოჩნდეთ

ადამიანების ნაწილი წუხს თავისი სიმაღლის გამო. ხშირად მოისმენთ, როგორ ნატრობენ შედარებით დაბალი ადამიანები რამდენიმე სანტიმეტრს.
ძალიან მარტივია უფრო მაღალი გამოჩნდეთ თუ სწორად შეარჩევთ სამოსს და ჩვენს რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებთ:
1. ჩაიცვით მაღალწელიანი კაბები. ასევე გაითვალისწინეთ, რომ გაშლილი კაბები ადაბლებს ტანს, ხოლო ტანზე კარგად მომდგარი კაბა უფრო მაღალს გამოგაჩენთ;
2. ჩაიცვით ისეთი მაისური, პერანგი, რომლის ფერიც ახლოს იქნება კაბასთან, ან შარვალთან, რომელიც გაცვიათ.თუ ცაიცვამთ V ფორმის გულის მქონე მაისურს ეს თქვენ უფრო მაღალს გამოგაჩენთ;
3. გაითვალისწინეთ, რომ ძალიან მოკლე კაბა ადაბლებს, არც ძალიან გრძელია იდეალური ვარიანტი. იდეალურია მუხლამდე კაბა;
4. ასევე უფრო მაღალს აჩენს ვიწრო შარვალი;
5. ჩაიცვით ისეთი ფერის ფეხსაცმელი რა ფერის კოლგოტიც გაცვიათ


vitube.ge