"რა გატირებს, დედა, არ მოვმკვდარვარო და..."
- 2016-05-17 09:08:57
- 2396 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"ჩვენი პატრიარქის დახმარებით გამოიტანეს ცხედრები, მიშიკო 14 აგვისტოს სახლში მომისვენეს"
2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის საბრძოლო დანაყოფთან შეტაკებისას 17 სამხედრო დაიღუპა, რომლებიც საქართველოს უახლეს ისტორიაში შინდისის გმირების სახელით შევიდნენ. მათ შორის იყო 22 წლის ვანელი მიშიკო დვალიშვილი სოფელ ზედა მუქედიდან.
"მიშიკო და მისი თანამებრძოლები სანთლად უნთია სამშობლოს და ამით ამაყი ვარ", - ამბობს მიშიკოს მამა, აფხაზეთის ომის ვეტერანი დავით დვალიშვილი:
- 1992 წელს დავიწყე გვარდიაში სამსახური, 93-ში კი ქუთაისის 21-ე ბრიგადასთან ერთად სამშვიდობო მისიით წავედი აფხაზეთში. ეს იყო ხანგრძლივი ომი... ყველაზე საშინელი სურათი კინდღში ვნახე, აფეთქებულ ხიდზე დაჭრილებს უმოწყალოდ ცხრილავდნენ, ხეზე ჩამოკიდებული დედა და ჩვილიც მინახავს, მანქანაში დამწვარი ცხედრებიც.
ომში მეტსახელად მუჭო შემარქვეს. მეგრელი თანამებრძოლი გვყავდა, ჯოჯოს ეძახდნენ და აფხაზების თავდასხმის დროს, მეგრულად მივმართე, ჯოჯო, სად ხარ, მუჭო სკანე, აფხაზები მოდიან, მაგენის ასე და ისე-მეთქი. მას მერე მუჭო შემარქვეს. სოხუმის დაცემამდე აფხაზეთი არ დამიტოვებია. შევარდნაძის ბრძანებით გამოიყვანეს ჩვენი ჯარი აფხაზეთიდან. პოლიტიკოსებისთვის არ ვიცი, რა იყო ის ომი, მე ერისა და ქვეყნის წინაშე პირნათლად მოვიხადე ჩემი ვალი. სწორედ იმ წელს, 1993-ში წავიდა ჩემი მიშიკო სკოლაში. წაიკითხეთ სრულად