„უახლესი ამბავი, წუთის წინ დამირეკეს“
- 2016-05-17 09:47:48
- 1579 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
„რუსთავი 2“-ის თანამშრომელი სალომე ლილუაშვილი ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„მოკლედ, უახლესი ამბავი, წუთის წინ დამირეკეს:
თბილისის მერიისგან ევა ბარბაქაძის ოპერაციისთვის თურქეთის კლინიკაში გადაირიცხება 15 ათასი ლარი!
აქვე გეტყვით - მიუხედავად იმისა, რომ პირველმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ევას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. ხვალ უტარდება მეორე, ასევე რთული და გადაუდებელი ოპერაცია ფეხზე. ძალიან გთხოვთ, ნუ შევწყვეტთ შეძლებისდაგვარად თანხების გადარიცხვას. ჯერ კიდევ არ შეგროვებულა საკმარისი თანხა ევას ოპერაციებისთვის. მიუხედავად ამისა, მადლობა ყოველ თქვენგანს შორენას ანგარიშზე დარიცხული ნებისმიერი ოდენობის თანხის გამო.
0901701100 - "მაგთისა" და "ბილაინის" აბონენტებისთვის.
ზარის ღირებულება 1 ლარი.
"საქართველოს ბანკი":
GE57BG0000000642055200
TBC ბანკი:
GE61TB7723536010100019 (GEL)
GE40TB1123536110100031 (USD)
ბანკი „რესპუბლიკა“:
GE39BR0000010929691997
მიმღები: შორენა ბეგაშვილი“.
info9.ge