"ბონდარენკოსთან ერთად გადაღებული ეს ფოტოები ვერ მაპატიეს"
- 2016-05-18 09:34:55
- 1458 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
რუსულ შოუ-ბიზნესში მოღვაწე ახალბედა ქართველი მომღერალი - სალი, ამჟამად ბათუმში იმყოფება და გუშინ მეგობრებთან ერთად საქველმოქმედო კონცერტი გამართა, რომლითაც ლუკა ჩხარტიშვილს დაეხმარნენ. მონაწილეობას იღებდა ასევე მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო, რომელთან ერთადაც სალიმ გუშინ ფეისბუკის პირად გვერდზე რამდენიმე ფოტო და ვიდეო ატვირთა. რამდენიმე საათის წინ კი ამ ყველაფერს მოულოდნელი სტატუსიც მოჰყვა. აი რას წერს მომღერალი: „ხშირად ვერ შეამჩნევთ მსგავს პოსტებს ჩემთან, მაგრამ მართლა ვერ გამირკვევია რატომ იბოღმება ეს ხალხი? ეხლა ის ვერ მაპატიეს თუ ბონდარენკოსთან ერთად ფოტო ან ვიდეო ავტვირთე... რა არის ზომიერება იცოდე, ახალგაცნობილ მსახიობთან რატომ ღეჭავ, რატომ იცინი ამდენს, რა ხამობაა.... მე მაპატიეთ რომ ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, მე ვარ ის რაც ვარ და თუ დაკომპლექსებული არ ვზივარ ეს იმას არ ნიშნავს რომ დავხამდი. თქვენც კიდე ხომ შეგიძლიათ გამიგოთ, რაც არ უნდა იყოს პირველად მქონდა შეხება ცნობილ სახესთან! :))) მოკლედ, მე დღეს მხოლოდ პოზიტიური ემოციებით დატვირთულს დამეძინება, გაკეთდა კეთილი საქმე. ლუკას ბედნიერ სახეს ვუყურებდით და მაქსიმალურად ვცდილობდით, ბევრი ღიმილი გვეჩუქებინა, იმ ღიმილზეა (სიცილზეა) საუბარი რომელიც ხამობად აღიქვა ზოგიერთმა, კარგით რა...“-წერს სალი.
newposts.ge