
7 ბიბლიური ციტატა, რომელიც უნდა წაიკითხოთ იმედგაცრუებისას
- 2016-05-18 17:54:39
- 2001 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ხშირად, როცა მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც ვგეგმავდით, იმედი გვიცრუვდება და გულგატეხლინი ვართ. ვსვამთ კითხვას: “რატომ ღმერთო?” და თვითშეცოდებას ვეძლევით, რომელიც კიდევ უფრო გვითრევს დეპრესიის მორევში . როდესაც თავს დაჩაგრულად და იმედგაცრუებულად იგრძნობ, როდესაც ფიქრობ, რომ გაგრძელება აღარ იქნება, უბრალოდ აიღე ხელში ბიბლია და ინუგეშე თავი, რადგან ღვთის სიტყვა ცოცხალი და მოქმედია მარადიულად.
1) რომაელთა მიმართ. 8 : 28
“უფლის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე ეწევათ სასიკეთოდ.”
2) იერემია 29:11
“რადგან მე ვიცი ის ზრახვები, რაც განვიზრახე თქვენთვის,სამშვიდობო ზრახვები, რათა მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი.”
3) ესაია 40:31
“ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ; ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები, გაიქცევიან და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან.”
4) იგავნი 23:18
“რადგან არის მომავალი და შენი იმედი არ მოისპობა.”
5) იობი 14:7-9
“რადგან ხესაც აქვს იმედი, რომ თუ მოჭრიან, კვლავ განახლდება, აყვავდება და ყლორტები არ მოაკლდება. თუ ფესვი მიწაში დაუბერდა და ღერო მტვერში ჩაუკვდა, წყლის სუნზე კვლავ აყვავდება და ნერგივით ყლორტებს გამოიყრის.”
6) ფსალმუნები 9:18
“სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, სამარადისოდ – დაკარგული უპოვართა იმედი.”
7) ფილიპელთა 1:20
“თანახმად მოლოდინისა და იმედისა, რომ არაფერში არ შევრცხვები, არამედ მთელი სიცხადით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც განდიდდება ქრისტე ჩემს სხეულში – სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით.”
jesus.ge