"დედა მომიკვდეს თუ არ ჩაგილეწოთ ყველა შუშა, თქვე ყ....ო" - ნინი ნებიერიძემ AMBEBI.GE-ს რედაქციაში გინებით დარეკა
- 2016-05-18 21:08:01
- 2453 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
რამდენიმე დღის წინ AMBEBI.GE-მ ბიზნესმენ თემურ უგულავასა და მოდელ ნინი ნებიერიძის დაშორების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. აღნიშნული ინფორმაცია ჩვენს ჟურნალისტს რამდენიმე სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, წყვილის დაშორების მიზეზი თემურ უგულავას ახალი გატაცება გახდა. ამბობენ, რომ ბიზნესმენმა ამის გამო დაანგრია ნებიერიძესთან 1 წლის წინ შექმნილი ოჯახი.
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ჩვენ ორივესთან ვცადეთ, თუმცა არც ნინი ნებიერიძემ და არც თემურ უგულავამ ტელეფონს არ უპასუხეს. მოგვიანებით მოდელმა AMBEBI.GE-ს "ფეისბუქის" გვერდზე მოგვწერა და აღნიშნული სტატიის მოხსნა გვთხოვა. შევთავაზეთ, რომ ჩავწერდით მის კომენტარს,
რომელშიც გავრცელებულ ჭორს არ დაადასტურებდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და გვერდის ადმინისტრატორს უცენზურო სიტყვებით მიმართა (არსებობს მიმოწერის დამადასტურებელი სქრინები). წაიკითხეთ სრულად