
რატომ გაადეს ევა ბარბაქაძის ოპერაცია თურქმა ექიმებმა?
- 2016-05-19 07:58:36
- 1311 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

შორენა ბეგაშვილი და მისი ქალიშვილი ევა ბარბაქაძე უკვე 1 კვირაა, რაც თურქეთის კლინიკაში იმყოფებიან. ევამ ერთი უმძიმესი ოპერაცია უკვე გადაიტანა, რის შემდეგაც ევას გაუსაძლისი ტკივილები საგრძნობლად შეუმსუბუქდა.
როგორც OK!-სთვის ცნობილი გახდა, ევასთვის გუშინ ღამით კიდევ ერთი ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ევას ორგანიზმი უკვე იმდენად დასუსტებულია, რომ ექიმებს მეორე ოპერაციის გადადება მოუწიათ.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაუკეთდება ევა ბარბაქაძეს მეორე ოპერაცია, მანამდე კი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება და თუ რამით შევძლებთ, დავეხმაროთ:
ჩვენ კიდევ ერთხელ გთავაზობთ შესაბამისი ანგარიშის ნომრებს:
0901701100 - "მაგთისა" და "ბილაინის" აბონენტებისთვის.
ზარის ღირებულება 1 ლარი.
"საქართველოს ბანკი":
GE57BG0000000642055200
TBC ბანკი:
GE61TB7723536010100019 (GEL)
GE40TB1123536110100031 (USD)
ბანკი „რესპუბლიკა“:
GE39BR0000010929691997
მიმღები: შორენა ბეგაშვილი
okmagazine.ge