როგორ მივიზიდოთ წარმატება კვირის დღეების გათვალისწინებით

ნებისმიერი დღე შეიძლება იყოს წარმატების მომტანი. თითოეულ დღეს თითოეული პლანეტა შეესაბამება და თავის კანონებს უწესებს. მთავარია, მოქცევის წესები იცოდეთ.
ორშაბათს მთვარე მართავს. ამ დღეს ადამიანი მეტად ემოციური და მგრძნობიარეა. თუ მნიშვნელოვანი შეხვედრა ორშაბათს გაქვთ დაგეგმილი, მშვიდი საუბარი გმართებთ. თუ მოსაუბრე საკუთარ პრობლემებზე გიყვებათ, მოუსმინეთ და თანაგრძნობა გამოხატეთ. ორშაბათს ადამიანები ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას საჭიროებენ. მოერიდეთ კრიტიკას.

სამშაბათი მარსის დღეა. ადამიანი აგრესიული და იმპულსური და უხეში ხდება. კარგი დღეა უფროსთან დასალაპარაკებლად - დაწინაურების ან ხელფასის მოსამატების მოთხოვნა. სამშაბათს შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს გრძნობებში
გამოუტყდეთ. ეს დღე წარმატებას მოუტანს მათ, ვისაც ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ აქვს გადაწყვეტილი.   წაიკითხეთ  სრულად