რა ხერხს მიმართავს Google-ი და Facebook-ი, რათა საუკეთესო ადამიანებს მიაგნოს

Google-ი, Facebook-ი, Apple-ი და Amazon-ი წელიწადში კვადრილიონ რეზიუმეს იღებენ. მათ იციან საუკეთესო კადრის მოძებნა. თუ სამსახურში ტექნიკური ნიჭის მქონე ადამიანის აყვანა გსურთ, გამოიყენეთ ერთ-ერთი სტრატეგია:
დაიწყეთ სატელეფონო საუბარი 15 წუთით ადრე ან გვიან

რატომ? ადამიანს კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია მოლოდინის დროს. მაგრამ რა მოხდება, თუ სამსახურის მაძიებელს იმ დროს დაურეკავთ, როცა სძინავს, ვარჯიშზეა ან საპირფარეშოში? წამყვანი ტექნოლოგიური კამპანიები სამსახურში იყვანენ მათ, ვისაც მუშაობის დაწყება ნებისმიერ მომენტში შეუძლია.

შეადგინეთ ყველაზე დამაბნეველი და მოულოდნელი გასაუბრების გრაფიკი

რატომ? რათა იპოვონ ადამიანი, რომელსაც ინსტრუქცია არ სჭირდება. ადამიანი, რომელმაც არ იცის, როგორ უნდა იმოქმედოს გასაუბრების დროს, საუკეთესოდ იმუშავებს იმ სიტუაციაში, როცა არავინ იცის, რა ხდება.

იცოდეთ, რომ პრეზენტაციის დროს გაუთვალისწინებელი რამ მოხდება

რატომ? სამუშაოს მაძიებელი მზად უნდა იყოს არაიდეალური პირობებისთვის. გჭირდებათ ადამიანი, რომელიც არ იბნევა რთულ სიტუაციაში, აქვს რამდენიმე გეგმა და ამასთანავე, არ კარგავს წონასწორობას.

გასაუბრების დროს არასწორი წინადადებებით, სიტყვებით ესაუბრეთ

რატომ? რათა გამოავლინოთ, რამდენად სწრაფად ღიზიანდება კანდიდატი. ამით ტექნოლოგიური კამპანიის წარმომადგენელი არკვევს, როგორ მოიქცევით სტრესულ სიტუაციაში, რომელიც აუცილებლად წარმოიქმნება.

სთხოვეთ კანდიდატს, მოაგვაროს სპეციფიკური პრობლემები

რატომ? რადგან თქვენ რეალურად გჭირდებათ დახმარება. ეს საუკეთესო საშუალებაა, კომპანიამ უფასო დახმარება რომ მიიღოს.

გასაუბრების დროს ხშირად გადით სხვა ოთახში

რატომ? არასდროს შეუქმნათ სამსახურის მაძიებელ ადამიანს კომფორტული გარემო. ასე მონახავთ ადამიანს, რომელიც უხერხულ სიტუაციაშიც კი შეძლებს მუშაობას.


წაიკითხეთ  სრულად