ქუჩაში ყუთში ბავშვი იპოვეს - წარმოუდგენელია, რაც გამვლელმა ქალმა გააკეთა!

ეს ისტორია, რომელმაც უამრავი ადამიანის გული გაალღვო, ჩინეთის ქალაქ სიანიაში მოხდა. 11 მაისს ადგილობრივი მაცხოვრებელი ქალი სახელად ვეი სამსახურში მიდიოდა. ტროტუარზე მან ყუთი შენიშნა, რომელიც თავიდან ნაგავი ეგონა. მაგრამ წამის შემდეგ ქალის გული მღელვარებისგან ძლიერ აძგერდა.

ყუთიდან ბავშვის ტირილის ხმა გაისმა! აღმოჩნდა, რომ უცნობმა დედამ შვილი ქუჩაში ბედის ანაბარა დატოვა! ქალი ყუთთან მივარდა, მას კიდევ რამდენიმე გამვლელი მიჰყვა. როდესაც ყუთში ჩაიხედეს მანდ ჩვილი იპოვეს. მის გვერდით ქილა რძით და დაახლოებით 15 დოლარი იდო.



ბავშვი მშიერი და შეშინებული იყო...ხალხი დაიბნა და არ იცოდა რა გაეკეთებინა, რა დროსაც მათთან ახალგაზრდა ქალი მივიდა. ის ცოტა ხნის წინ დედა გამხდარიყო და რძე ჰქონდა, ამიტომ ბავშვი ხელში აიყვანა და აჭამა.

როდესაც სამართალდამცავები ადგილზე მივიდნენ, გულისამაჩუყებელი სანახაობა დახვდათ. ბავშვი დანაყრებული და დამშვიდებული თავისი გადამრჩენელის ხელებში იწვა.



ჩვილი ბავშვთა სახლში წაიყვანეს, სადაც სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ პატარა ცერებრალური დამბლით არის დაავადებული. ალბათ, ამიტომაც ასე მოექცა ბიოლოგიური დედა...

საშველად მისულ ქალს ინკოგნიტოდ დარჩენა მოუნდა...


life.mediamall.ge


მაომზადა ელენე გურიელმა