მტკვარში გადავარდნილი მღვდელ მონაზონის ცხედარი იპოვეს!


ნაპოვნია სასულიერო პირის ცხედარი - აცხადებენ  სამაშველო  სამსახურის  ტანამშრომლები.

ცოტა ხნის წინ მაშველებმა იპოვეს მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა, რომელსაც მღვდელ-მონაზონი ბასილი მართავდა.
შეგახსენებთ,  რომ 17 მაისს გამთენიისას, 01:00 საათზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალი ხიდის მიმდებარედ "ოპელის" მარკის ავტომობილი მტკვარში გადავარდა. მაშველები მძღოლსა და ავტომობილს ამ დრომდე ეძებდნენ.