"რა მოხდა მერე, თუ ყიფშიძეების გოგო ბაზარში დადის?!"

"ზოგს შერცხვებოდა და არ იტყოდა. ორი თვეა, სტრესშია მთელი ჩემი ოჯახი, შემოსავალი ნაკლებად არის და ყველა სათითაოდ, მამა, დედა, ძმა, მე, ჩემი შვილი, ყველა სტრესში ვართ...", - მოდელმა ლენუკა ყიფშიძემ "ეკა ხოფერიას შოუში" ყიფშიძეების ოჯახში არსებულ ფინანსურ კრიზისზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელოვანებს ეს სირთულეები ხშირად უჩნდებათ, რაც სერიოზულ მატერიალურ პრობლემებს ქმნის და გარკვეულ სტრესსაც იწვევს.

ნახეთ ვიდეო| ყიფშიძეები გაუსაძლის ფინანსურ გასაჭირში არიან - ლენუკა ყიფშიძის თქმით, მისი ოჯახი სტრესშია

ლენუკას ამ გამოსვლამ საზოგადოების დიდ ნაწილში გაკვირვება და ერთგვარი აჟიოტაჟიც გამოიწვია. ცნობილი ოჯახის წარმომადგენელს კი ის უკვირს, მისმა გულწრფელმა სიტყვებმა საზოგადოების ნაწილი ასე რატომ გააოცა: "ჩემმა ნათქვამმა ეკა ხოფერიას შოუში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, არადა, რა გასაკვირია, დღესდღეობით, ამ ქვეყანაში, 5-10 პროცენტია, ვინც კარგად ცხოვრობს. სამუშაო რომ არ არის და ხალხი ნორმალურად რომ ვერ ცხოვრობს, ამიტომაც არის ამდენი გაჭირვებული ადამიანი. ვთქვი, რომ სახლში 8 კაცი ვართ, შემოსავალი და სამუშაო არ არის-მეთქი. დიახ, განსაკუთრებით უჭირთ ხელოვანებს, ჩვენი ოჯახიც ხელოვნებას ემსახურება... როდესაც მამაჩემი რუსეთში გადაღებაზე დადიოდა, აქა-იქ, ვიღაცების ლაპარაკი მესმოდა, რუსეთში მიდის? ღალატობს სამშობლოს? რუსეთთან კავშირი აქვს? რა კავშირზე იყო ლაპარაკი, არ ვიცი, კაცი მსახიობია და ფილმში იღებდნენ... მერე რაღაც პერიოდი, აქ ერთ-ერთი ტელევიზიით ისტორიული თემატიკის რუსულენოვანი გადაცემა მიჰყავდა, ვიღაცები მაშინაც ალაპარაკდნენ: რუსებთან არის შეკრული?

წაიკითხეთ  სრულად