დაკარგული 16 წლის გოგონა იპოვეს

თბილისში დაკარგული 16 წლის გოგონა იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გოგონა ჯანმრთელადაა. ოჯახი თბილისში დაკარგულ 16 წლის მოზარდს 21 მაისიდან ეძებდა. ახლობლების ინფორმაციით, ნათია გურასპაშვილი სახლიდან 21 მაისს, 11:00 საათისთვის გავიდა.
ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ მოზარდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, ჟესტების ენაზე საუბრობს, სმენა და მეტყველება დაქვეითებული აქვს.
გოგონა გლდანში, ”ვარდების რევოლუციის პარკთან” ცხოვრობს.


primetimenews.ge