
ეს მამაკაცი თვითმკვლელობის მიზნით ლომების ვოლიერში ჩახტა (4 ფოტო)
- 2016-05-25 09:30:05
- 3325 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ცოტა ხნის წინ, ჩილის დედაქალაქ სანტიაგოს ზოოპარკში კარცმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა და ლომების გალიაში ჩახტა. 20 წლის ბიჭმა, სახელად ფრანკო ლუის ფერადა რომანმა ტანსაცმელი გაიხადა და ლომებთან ჩახტა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ის იესოს სახელს იმეორება.
ბიჭის გადასარჩენად ზოოპარკის თანამშრომლებს ორი ლომის მოკვლა მოუწიათ, რომლებიც მანდ 15 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ.
„ჩვენ გვაქვს გარკვეული წესები, რომ ადამიანის სიცოცხლე ცხოველისაზე მნიშვნელოვანია. ტრანკვილიზატორები სწრაფად ვერ იმოქმედებდნენ და ბიჭს ვერ გადავარჩენდით! ძალიან ვწუხვარ, რომ ლომების მოკვლა მოგვიწია...“- ამბობს ზოოპარკის დირექტორი ალეხანდრა მონტალვა.
როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ლომების ვოლიერში ჩახტა, ცხოველებმა მასთან თამაში დაიწყეს, რა დროსაც მან დაზიანებები მიიღო. საავადმყოფოში ექიმებმა თავის ტრავმა დაუდგინეს და სხეულზე ჭრილობები. ფრანკოს მდგომარეობა ახლა სტაბილურია.
ტანსაცმელში, რომელიც რომანმა დატოვა, პოლიციამ წერილი იპოვა, სადაც საუბარი მეორედ მოსვლაზე იყო. ამ მონაპოვარის მეშვეობით სამართალდამცავები ფრანკოს საქციელს, თვითმკლვლელობის მცდელობად გააფორმებენ.
life.mediamall.ge
მოამზადა ელენე გურიელმა