
ეკა აბშილავამ "კომედი შოუ" დატოვა - აი რა კომენტარს აკეთებს "კომედი შოუს" ხელმძღვანელი ამასთან დაკავშირებით!
- 2016-05-25 12:05:00
- 2747 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მსახიობმა ეკა აბშილავამ „კომედი შოუ“ დატოვა. შოუს ხელმძღვანელი, ალეკო მალხაზიშვილი „სარკესთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეკა ერთი თვის წინ წავიდა სამსახურიდან.
„ეკა დაახლოებით ერთი თვის წინ წავიდა შოუდან. წასვლამდე წინასწარ ჩავწერეთ რამდენიმე სკეტჩი, ჯერ კიდევ ორი წლის წინ ეკამ მითხრა, რომ შოუდან წასვლა უნდოდა. გული დამწყდა, ეკა ჩვენიანია. კარგია მსახიობია, მაგრამ ყველა ადმიანს აქვს არჩევანის გაკეთების უფლება. მან მითხრა, რომ რაღაც ახლის გაკეთება სურდა“, - განაცხადა მალხაზიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეკა აბშილავა 2008 წლიდან იყო „კომედი შოუს“ გუნდის წევრი.