გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაკავებულია

ვრცელდება ინფორმაცია რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი რაშიდ კანჯი ოღლი დაკავებულია. ქართული მხარე ამ ინფორმაციის გადამოწმებას აფხაზეთის შესაბამის დე ფაქტო უწყებებში ცდილობს. ამ საკითხს გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც
„შემიძლია ვთქვა, რომ ნაწილობრივ ინფორმაცია მეც მაქვს, რომ ის დაკავებულია და ბრალი აქვს წაყენებული. მაგრამ რამდენად სწორია ეს ინფორმაცია , მე არ მაქვს 100% -იანი გარანტია, იმიტომ რომ საჭიროა სხვა წყაროებიდანაც დადასტურება და მე მხოლოდ ერთი წყაროსგან მაქვს , თუმცა სანდო მაგრამ მაინც ერთი წყაროა.“- განაცხადა ზაქარეიშვილმა.


newposts.ge