10 ნიშანი იმის, რომ თქვენი სული რეინკარნირებულია! საინტერესოა…
- 2016-05-25 21:15:47
- 2193 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ბუდა თავის მიმდევრებს რეინკარნაციის ანუ ახლიდან დაბადების შესახებ ასწავლიდა. რწმენა იმის შესახებ, რომ სული მრავალ გზასა და მრავალ სიცოცხლის ფორმას გადის, ბევრ ადამიანს აქვს. ბევრი სიცოცხლის გავლის შემდეგ სული საუკეთესო მდგომარეობას აღწევს.
ქვემოთ მოცემული 10 ნიშანი კი გაგარკვევთ, არის თუ არა თქვენი სული რეინკარნირებული.
1. ხშირად ხედავთ სიზმრებს
სიზმრები არის ქვეცნობიერი გონების ანაბეჭდი. განმეორებადი სიზმრები კი შეიძლება თქვენი წინა ცხოვრების გამოცდილებებზე გვიყვებოდნენ. ბევრი ადამიანი ირწმუნება, რომ სიზმარში გადახდენილი სიტუაციები მათთვის რეალურადაც ნაცნობია.
2. გაქვთ ძველი მოგონებები
შეუსაბამო მოგონებები ზოგჯერ ფანტაზიაა, მაგრამ ასევე ის წინა ცხოვრების გამოძახილიც შეიძლება აღმოჩნდეს. დეტალებში გახსოვდეთ რაღაცა, რაც არასოდეს განგიცდიათ ამ ცხოვრებაში, წინა ცხოვრების მოგონებაა.
3. გაქვთ დე-ჟავუ
დეჟა-ვუ ყველა ადამიანს ემართება, მაგრამ თუ ეს ხშირად ხდება, ის წინა ცხოვრების ნიშანი შეიძლება იყოს. სუნები, ხმები, გემოები – რაც ძალიან ნაცნობად გეჩვენებათ და სხვა ადგილსა და დროს გახსენებთ.
4. ხართ ემპათიური
ემპათია თანაგრძნობაა. თუ მას განიცდით, თქვენი სულის მრავალ რეინკარნაციას შეიძლება ნიშნავდეს. თქვენ სულს ბევრი ემოცია გამოუცდია და ამჟამად კი თქვენ მათ მიმართ ძალიან მგრძნობიარე ხართ.
5. წინასწარმეტყველების უნარი გაქვთ
ეს რეინკარნაციის ერთ-ერთი ნიშანია. თქვენ იცით თუ რა მოხდება მომავალში. ეს შეიძლება ხილვების, ფიზიკური გრძნობებისა და სიზმრების სახით მოგევლინოთ.
6. გაქვთ რეტრომახსოვრობა
რეტრომახსოვრობა ის უნარია, როცა გახსოვთ წარსულში მომხდარი ამბები, რომელიც სხვებისთვის მიუწვდომელია.
7. თქვენ გაქვთ მოხუცი სული
ზოგჯერ გგონიათ, რომ თქვენი სული უფრო დიდია, ვიდრე თქვენი ბიოლოგიური ასაკი? ეს რეინკარნაციის ნიშანია. თქვენი წინა ცხოვრებებიდან გამოცდილება და ცოდნა მოგყვებათ.
8. გაქვთ ძლიერი ინტუიცია
ინტუიცია ის შესაძლებლობაა, რომელიც ცნობიერსა და არაცნობიერ გონებას აბალანსებს. ძლიერი ინტუიცია გაქვთ? შეიძლება ძალიან ბევრჯერ გიცხოვრიათ.
9. მოგწონთ სხვადასხვა კულტურა და დრო
აუხსნელი მისწრაფება გაქვთ ზოგიერთ კულტურასა თუ დროის პერიოდთან. იქნებ თქვენი სული ზუსტად ამ კულტურასა თუ დროში ცხოვრობდა?
10. გაქვთ აუხსნელი შიშები
ზოგიერთ მოგონებას და გამოცდილებას ადამიანისთვის დაღის დასმა შეუძლია. ზოგს სჯერა, რომ თუ თქვენმა სულმა მრავალი რეინკარნაცია განიცადა, ძველი ტრავმები, შიშები ექოდ გამოჰყვეს ამ ცხოვრებაში.
aww.ge