
როგორ გამოიყურება სახლი, რომელშიც ბარაკ ობამა პრეზიდენტობის შემდეგ იცხოვრებს
- 2016-05-26 11:52:35
- 2773 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

2016 წლის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა ეწურება. საინტერესოა, სად გადასახლდება ამერიკის პირველი ოჯახი მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მისამართზე - თეთრ სახლში გატარებული 8 წლის შემდეგ. როგორც აღმოჩნდა, ობამებს უკვე შერჩეული აქვთ სახლი, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს და სულ რაღაც 800 კვ/მეტრი სიდიდისაა.
ობამები თეთრ სახლს იანვარში დატოვებენ და 1928 წელს აშენებულ მყუდრო სახლში გადავლენ საცხოვრებლად, სადაც 8 საძინებელი, ამდენივე სააბაზანო ოთახი, დიდი სამზარეულო და გამწვანებული ეზოა.
აღსანშნავია ისიც, რომ სახლი, რომელშიც ობამები მომავალი წლიდან იცხოვრებენ, ჯო ლოკჰარტს ეკუთვნის - ის წლების წინ თეთრ სახლში ბილ კლინტონის ადმინისტრაციის პრესსპიკერის თანამდებობაზე მუშაობდა. იხილეთ ფოტოგალერეა