ეს ბავშვი ქუჩაში დააბეს - მიზეზი შოკისმომგვრელია

ინდურ ქალაქ აჰმადაბადში გადაღებულმა ამ ფოტომ მსოფლიო მოიარა. სურათზე 15 თვის გოგონა შივანია გამოსახული, რომელიც ცხოველივით ბეტონის ბლოკზეა მიბმული. ბავშვმა მანდ მთელი დღე გაატარა, 40 გრადუსიან სიცხეში!

ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ბავშვი არავის აღელვებდა და გვერდს უვლიდნენ, არამედ თითქოს ეს ჩვეული ამბავია. ხოლო როდესაც გულისხმიერი ადამიანები მაინც გამოჩდნენ, მოუნდათ მიზეზის გარკვევა. აღმოჩნდა, რომ 15 თვის ბავშვი საკუთარმა მშობლებმა დააბეს. საქმე იმაშია, რომ ორივე მშობელი მშენებლობაზე მუშაობს, მაგრამ ძიძის ასაყვანად ფული არ ჰყოფნით.


„ჩვენ არ შეგვიძლია შვილების სახლში დატოვება, რადგანაც სამსახურის გამო მუდამ ქალაქიდან ქალაქში გადასვლა გვიწევს და უბრალო კარვებში ვცხოვრობთ. არც ნათესავები გვყავს, ვინც შეძლებს ბავშვების დატოვებას, ამიტომ შვილები ჩვენთან ერთად დაგვყავს. დღისით არ შემიძლია პატარებს, რომ ვუარო, სამსახურიდან გამაგდებენ! მთელი დღის მანძილზე მხოლოდ სადილზე ვხედავ შვილებს.

ახლა ჩვენ მანქანის სავალ ნაწილზე მილები გაგვყავს და გვეშინია, რომ ბავშვები ავტომობილის ქვეშ არ მოყვნენ. უფროსი შვილი 5 წლისაა და ესმის, რომ არ შეიძლება გზაზე გადასვა. ხოლო შივანი ტრასაზე რომ არ გასულიყო, მისი დაბმა მომიწია“,- განმარტა შივანის დედამ, 23 წლის სარტა კალარამ.

საქველმოქმედო საზოგადოების აქტივისტებმა გადაწყვიტეს მსოფლიოს ყურადღება ინდოელი ბავშვების პრობლემაზე გაემახვილებინათ. მათი მონაცემების მიხედვით, ინდოეთში მშენებლობებზე 40 მილიონი ადამიანი მუშაობს, ხოლო მეხუთედს ქალები შეადგენენ და შვილების დატოვების პრობლემა ძალიან ბევრს ექმნდება.


mediamall.ge


მოამზადა ელენე გურიელმა