ყოფილ შეყვარებულთან 27 639-ჯერ დარეკვისთვის კანადელი გოგონა დააპატიმრეს

კანადაში, ქალაქ ალბერტას მცხოვრები 28 წლის კელი დააპატიმრეს. მიზეზი კი მისი ყოფილი შეყვარებულისთვის კვირის განმავლობაში 27 639-ჯერ დარეკვა გახდა. ფაქტი , ადამიანის დევნად შეფასდა.მიუხედავად იმისა, რომ ქალს მამაკაცთან მხოლოდ ორკვირიანი ურთიერთობა ჰქონდა, მასთან დაშორება მძიმედ განიცადა და დეპრესიაში ჩავარდა.

როგორც ცნობილია, ქალი არამხოლოდ ურეკავდა მამაკაცს, არამედ გაუგზავნა 11 229 შეტყობინება, 117 ხმოვანი შეტყობინება, 937 იმეილი და 47 წერილი ფოსტით.

როგორც გაირკვა, კელის ობესსესიურ-კომპულსიური ქცევა ( შფოთვითი აშლილობა) ახასიათებს.
აღსანიშნავია, რომ დასავლური ტაბლოიდების ნაწილი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და 2 წლის მომხდარის „რიმეიქს“ უწოდებს. მაშინ, გავრცელებული ცნობით, 28 წლის ლინდა ყოფილი შეყვარებულისთვის კვირაში 77 000 ჯერ დარეკვისთვის დააპატიმრეს.


newposts.ge